ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში Covid-19-ის თანმდევი გართულებებით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი 1925 წელს დაბადებული ქალია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი ადასტურებს.

სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით, 95 წლის ქალს ვირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა კვირაზე მეტ ხანს ის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდა. სერიოზული გართულებებით ის ჰოსპიტალში 20 აპრილს მოათავსეს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 26 აპრილის მდგომარეობით, ვირუსი სულ 3 პაციენტს დაუდასტურდა. სამივე გაგრაში, ერთი სახლის მცხოვრები იყო. გარდაცვლილის გარდა, ერთი პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და მის მალე გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ, მეორე პაციენტი კი უკვე განიკურნა და სახლში იმყოფება.

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში