პენტაგონი Wikileaks-ს საიდუმლო სამხედრო მასალების დაბრუნებას სთხოვს

პენტაგონი Wikileaks-ს საიდუმლო სამხედრო მასალების დაბრუნებას სთხოვს

პენტაგონმა Wikileaks-ს გამოქვეყნებული ათასობით საიდუმლო სამხედრო მასალის საიტიდან წაშლა და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებული დოკუმენტების აშშ-ის სამხედრო უწყებისთვის გადაცემა მოითხოვა.

პენტაგონის წარმომადგენლის ჯეფ მორელის თქმით, აშშ-ის სამხედრო უწყების მოთხოვნაში უჩვეულო არაფერია და მას საიტი, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გაგებით უნდა მოეკიდოს.

"ჩვენ საიტის მესვეურებთან საუბარი გვინდა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ინტერნეტიდან საშიში დოკუმენტების ამოღება, არქივიდან წაშლა და მათთვის დაბრუნება, ვისაც ის კანონიერად ეკუთვნის", - განაცხადა პრესკონფერენციაზე მორელმა, რომელმაც დასძინა, რომ wikileaks-ის ქმედებები კოალიციის ძალებსა და მათზე მომუშავე ავღანეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა მუქარის ტონით ისიც თქვა, რომ თუკი საიტი მათ შეგონებას ყურად არ იღებს, მიზნის მისაღწევად პენტაგონი სხვა საშუალებებს გამოიყენებს.

საიტმა wikileaks-მა, რომელიც ინტერნეტში სიტყვის აბსოლუტური თავისუფლების მოწოდებით გამოდის და საიდუმლო დოკუმენტებისა და ინფორმაციის პუბლიკაციითაა დაკავებული, ივლისში ავღანეთის კონფლიქტის 75 ათასი საიდუმლო დოკუმენტი წარმოადგინა. საიტის დამაარსებლის ჯულიან ანანჯუს თქმით, მის განკარგულებაში კიდევ პენტაგონის 15 ათასი საიდუმლო მასალაა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე