რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ტატიანა შევცოვა დანიშნა, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. როგორც "ინტერფაქსი" იტყობინება, ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის ექს-მოადგილე ტატიანა შევცოვა მაისში თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშნეს.
ტატიანა შევცოვა 1969 წელს კალუჟის ოლქის ქალაქ კოზელსკში დაიბადა. 1991 წელს ლენიგრადის საფინანსო-ეკონიმიკური ინსტიტუტი დაამთავრა. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
1991 წლიდან შევცოვა სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე საგადასახადო ორგანოებში მუშაობს. როგორც ИТАР-ТАСС იტყობინება, შევცოვა რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ეკონომისტია. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.