ავტორი:

კიევის პეჩორის ლავრაში კორონავირუსით არქიმანდრიტი გარდაიცვალა

კიევის პეჩორის ლავრაში კორონავირუსით არქიმანდრიტი გარდაიცვალა

კიევის პეჩორის ლავრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს წარმოადგენს, არქიმანდრიტი ნექტარიუსი კორონავირუსით გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ვირუსით გამოწვეული პნევმონია გახდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "უნიანი" იუწყება.

ამასთან, კიევის ინფორმაციით, კიევში „რუსეთის საპატრიარქოს შტაბბინაში“ ვირუსით 26 სასულიერო პირია ინფიცირებული. მათივე თქმით, აღნიშნულ ლავრაში ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს არ ითვალისწინებდნენ.

მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოშია ასევე გადაყვანილი ლავრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სერიოზულია“.

ცნობისთვის, უკრაინაში კორონავირუსის 3102 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 93 ადამიანი ემსხვერპლა

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია - "წვიმა მოვიდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. რადიაცია ნორმაშია"

ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

რა საფრთხეს შეიცავს ჩერნობილის ხანძარი, რომელიც რადიაციულ ზონას უახლოვდება