აშშ განიარაღებისა და გაუვრცელებლობის სფეროში შეთანხმებას და იარაღის საექსპერტო კონტროლის საერთაშორისო რეჟიმებს უხეშად და საკმაოდ ხშირად არღვევს, - ნათქვამია რუსეთის ფერედაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
სამინისტროში ყურადღებას სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეთანხმებაზე ამახვილებენ, რომლის ფარგლებში აშშ-მა, აღმოსავლეთ სარაკეტო პოლიგონზე წყალქვეშა ნავების ფრთოსანი ბალისტიკური რაკეტების (Trident-II) გამოცდისას ტელემეტრიული ინფორმაცია რუსულ მხარეს დროულად არ მიაწოდა.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს რაკეტები დიდი ბრიტანეთის საკუთრება იყო, რომელსაც რუსეთთან დადებულ შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა ”არაერთგზის გამოთქვა შეშფოთება ვანდერბერგის პოლიგონზე არსებულ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამშვები 5 დანადგარის არასანქცირებულ გადაიარაღებასთან დაკავშირებით, რაც შეთანხმებას ეწინააღმდეგება”.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკული მხარე საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის თაობაზე შეთანხმებასაც არღვევს.
არადა, 28 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც რუსეთი სტრატეგიულ იარაღზე არსებული შეთანხმების დამრღვევად გამოცხადდა. ამერიკელთა პრეტენზია, ძირითადად, რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის არსენალს ეხებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოხსენება ტენდენციურია და მასში გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.