ავტორი:

32 ცხინვალში და 9 აფხაზეთში - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულთა მონაცემები ოკუპირებულ რეგიონებში

32 ცხინვალში და 9 აფხაზეთში - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულთა მონაცემები ოკუპირებულ რეგიონებში

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ინფექცია რუსეთიდან დაბრუნებულ რვა კურსანტსა და ერთ ექთანს დაუდგინდა. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.

ამგვარად, 7 ივნისის მონაცემებით, ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირებული 32 პაციენტია, რომელთაგან 27 კურსანტია, ორი ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა, ერთი სამხედრო მოსამსახურეა და ორი სამედიცინო პერსონალი.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, რომლებიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ცხინვალის ოპერატიული კომიტეტის ცნობით, 226 ადამიანს აკვირდებიან, მათგან სამედიცინო დაწესებულებაში 142-ს. მთლიანობაში, 5 მაისიდან კორონავირუსით 66 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 34 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კარანტინი 12-მა კურსანტმა დატოვა, რომელთაგან 10 საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, ორი კი - ე.წ. შს სამინისტროს ხაზითაა.

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ რეგიონში დაინფიცირების 36 ფაქტია გამოვლენილი, რომელთაგან 27 გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

"ასეთი უმწეობა 90-იანებში არ გვახსოვს... სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა" - აფხაზეთი შიმშილისა და უიმედობის პირისპირ

უბედური შემთხვევა სოფელ მუგუთში - 15 წლის ბიჭი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

"სისხლზე დაგეშილი... ოღონდ იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს" - ბჟანიას მრჩევლად დაუნიშნეს კაცი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა