ავტორი:

ინდოეთში მატარებელმა 14 მიგრანტს გადაუარა - "კარანტინის გამო სამსახური დაკარგეს და სოფელში ფეხით ბრუნდებოდნენ, ლიანდაგზე ჩაეძინათ"

ინდოეთში მატარებელმა 14 მიგრანტს გადაუარა - "კარანტინის გამო სამსახური დაკარგეს და სოფელში ფეხით ბრუნდებოდნენ, ლიანდაგზე ჩაეძინათ"

ინდოეთში, მატარებელმა 14 მიგრანტს გადაუარა. პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტები სოფელში ფეხით ბრუნდებოდნენ, მას შემდეგ რაც მკაცრი კარანტინის გამო სამსახური დაკარგეს და ლიანდაგზე ჩაეძინათ. მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ყველა მათგანი გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, ათიათასობით ადამიანს ინდოეთის დიდი ქალაქებიდან საკუთარ სოფლებში დაბრუნება ფეხით მოუწიათ, რადგან ტრანსპორტმაც მუშაობა შეაჩერა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ინდოეთში კორონავირუსის 56 516 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 1895 ადამიანი ემსხვერპლა.

რატომ ჩაისვა ათასობით შვედმა კანქვეშ მიკროჩიპი და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

როგორ შეცვალა კორონავირუსმა ნავარჯიშები და დაკუნთული ადამიანის სხეული - ამერიკელი ექთნის ფოტომ ინტერნეტი შოკში ჩააგდო

მოგლეჯილი ხეები, წყალში ჩაძირული მანქანები და გარდაცვლილები - ფოტოები ინდოეთის ქალაქიდან, რომელიც ციკლონმა გაანადგურა