ექსპერტებმა დაიწყეს იმ ზარალის აღრიცხვა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ხანგრძლივი ანომალური სიცხისგან და მისგან გამოწვეული ხანძრებისგან მიადგა. პირველადი დაანგარიშებით, ზარალი რუსეთის 2010 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს შეადგენს, რაც 15 მლრდ დოლარია (450 მლრდ რუბლი).
ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში მრეწველობის სფეროში ჩავარდნასაც წინასწარმეტყველებენ. ექსპერტთა თქმით, გვალვის გამო 2010 წლის მარცვლეულის მოსავალი 60-65 მლნ ტონამდე შემცირდა, ხოლო ხორბლის ექსპორტის დროებითი შეწყვეტის გამო რუსეთის ეკონომიკა 3 მლრდ დოლარს დაკარგავს. ამას აუცილებლად მოჰყვება 9,5%-მდე ინფლაცია.
ექსპერტების თქმით, ზემოთ მოყვანილი ციფრები მხოლოდ საერთო ზარალის მცირე ნაწილს გამოხატავს, რადგან ჯერ არ დათვლილა ის ხარჯები, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ეკოლოგიური ვითარების გაუარესებით მიადგა. მათი განცხადებით, ის, რაც ახლა რუსეთში ხდება, ხელისუფლების ახლომხედველური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.