მია ფეროუ: "ნაომი კემპბელმა იცოდა, ვინ აჩუქა "სისხლიანი ალმასი"

მია ფეროუ: "ნაომი კემპბელმა იცოდა, ვინ აჩუქა "სისხლიანი ალმასი"

ამერიკელმა კინომსახიობმა მია ფეროუმ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, რომელიც ლიბერიის ყოფილი დიქტატორის ჩარლზ ტეილორის საქმეს იძიებს, ნაომი კემპბელის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. მია ფეროუს თქმით, ტოპ-მოდელმა ნაომი კემპბელმა მას უთხრა, რომ 1997 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტეილორისგან "უზარმაზარი ალმასი" საჩუქრად მიიღო. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.

გასულ კვირას კემპბელმა აღიარა, რომ "დაუმუშავებელი ქვებით სავსე ტომარა" საჩუქრად მიიღო. მოდელის თქმით, გვიან ღამით ის ორმა უცნობმა მამაკაცმა გააღვიძა და საჩუქრად ტომარა გადასცა, თუმცა მან არ იცოდა, ვინ უძღვნა ალმასები. ამგვარად, კემპბელისა და ფეროუს ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, აღნიშნავს სააგენტო.

ბრალდების მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ტეილორი მეზობელ სიერა-ლეონეში მოპოვებული ალმასებით უკანონოდ ვაჭრობდა, მიღებული თანხით კი ამ ქვეყნის ამბოხებულებს იარაღით ამარაგებდა. ალმასებს, რომლებსაც სამხედრო მოქმედებების ზონაში მოიპოვებენ და კონფლიქტში ჩართული მხარეების შესაიარაღებლად ყიდიან, "სისხლიანს" უწოდებენ. საერთაშორისო საზოგადოება ამ ალმასების ლეგალური ბრუნვიდან ამოღებას ცდილობს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება