ავტორი:

"400 იარაღი აქვს გაფორმებული ოფიციალურად, არაოფიციალური რაში სჭირდებოდა" - რას ამბობს გიორგი რურუას ცნობილი სიმამრი დაკავებულზე

"400 იარაღი აქვს გაფორმებული ოფიციალურად, არაოფიციალური რაში სჭირდებოდა" - რას ამბობს გიორგი რურუას ცნობილი სიმამრი დაკავებულზე

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ოპოზიცია გიორგი რურუას, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილსა და 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული ბესიკ თამლიანის გამოშვებას დიდი ხანი ითხოვდა.

ახლანდელი მდგომარეობით დაკავებულებიდან პატიმრობაში მხოლოდ გიორგი რურუა რჩება. ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ საპატიმრო გუშინ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს. 4 აპრილს კი ბესიკ თამლიანი გათავისუფლდა.

პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალება ვერ შეძლო, რადგან მის მიმართ ჯერჯერობით გამამტყუნებელი სასჯელი არ დამდგარა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა რურუა ორშაბათს სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლონ.

ცნობილი მწერალი, მსახიობი, მოცეკვავე და უბრალოდ თბილისის კოლორიტი გივი სიხარულიძე გიორგი რურუას სიმამრია. რურუას მისი შვილიშვილი სოფო სიხარულძე ჰყავს ცოლად.

სიხარულიძის შეფასებით რურუა უკანონოდ არის დაპატიმრებული და ელოდება როდის გათავისუფლდება პატიმრობიდან.

გივი სიხარულიძე:

- გიორგი რურუა ჩემი სიძეა, შვილიშვილის მეუღლეა. სასწაული, ანგელოზივით შვილთაშვილი მყავს. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მის გამოშვებაზე, მაგრამ გიორგი ძალიან მიყვარს. ჩემი შვილიშვილი უყვარს, ჩემს შვილიშვილსაც უყვარს და ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ.

- მის დაკავებას როგორ შეაფასებდით?

- ყველამ იცის, რომ მაგას იარაღი არაფერში არ სჭირდებოდა. 400 იარაღი აქვს გაფორმებული ოფიციალურად. რაში სჭირდებოდა არაოფიციალური იარაღი?! არ იყო სწორი, რაც დააბრალეს. მისი გამოსვლა პრეზიდენტის შეწყალებით არ მოხდება, სასამართლოთი უნდა გამოვიდეს.

სოფო სიხარულძეს და გიორგი რურუას ხშირად ნახავდით მცირეწლოვან შვილთან ერთად სხვადასხვა აქციებზე. გიორგის დაკავებიდან ძალიან მალე სოფომ სპეცალური მიმართვაც კი გაავრცელა, სადაც ამბობდა:

"ჩვენ ყველა ვცდილობთ, დავაგროვოთ გამოცდილება, ვისწავლოთ შეცდომებზე, მაგრამ მივხვდი, რომ მოსამართლეებისთვის არაფერი იცვლება. ათწლეულებია, მათი დღის წესრიგი ერთი და იგივეა, უბრალოდ, იცვლებიან ადამიანები, ვინც მათ მიუთითებს, რა უნდა ქნან. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სისტემის ჩამოშლა და რეფორმირება...".

სოფოს თქმით, გიორგი რურუა იმის გამოა დაჭერილი, რომ არ იაქტიუროს, მაგრამ ეს ასე არ იქნება.

„ის იქიდანაც გააგრძელებს ბრძოლას, მე გიორგის მაგივრად ვივლი აქციებზე და გავაგრძელებ აქტიურობას, ვემზადებით სტრასბურგისთვისაც და ადრე თუ გვიან დადგინდება სიმართლე და გიორგი გამართლდება“, - განაცხადა სოფო სიხარულიძემ.

თსუ-ს ლექტორი ინგა მილორავა, რომლის დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი შექმნეს, გარდაიცვალა

რამდენი ლარი იქნება ჯარიმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე მოძრაობაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 800-მდე გაიზარდა