ავტორი:

"ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს

"ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც პედიატრი წერს, უცებ დაგვავიწყა, რომ ვირუსი გვეომებოდა.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მესმის,რომ ძალიან დაიღალეთ,მესმის, რომ თავისუფლებაზე ოცნებობთ!!! გაზაფხულის თბილი დღეები ძალიან მომხიბვლელია და სურვილს გიჩენთ განავარდების, ურთიერთობების, სავსეა ქალაქის ქუჩები ადამიანებით, მოზარდებით, ბავშვებით, ყოველგვარი სოციალური დისტანცირების, ნიღბების გარეშე, უფრო მეტიც, ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნის ფაქტებით!!!

უცებ დაგვავიწყდა რა საშიში ვირუსი გვეომებოდა, ისიც არ გვახსოვს,რომ ის ბოლომდე არ არის დამარცხებული და განაგრძობს ომს ჩვენთან!!!გთხოვთ,ნუ გაგათამამებთ შეზღუდვების გაფართოვება,არ ვიცით ჯერ ბევრი რამ,არ გვაქვს ვირუსთან დაკავშირებული კვლევების შედეგები ბოლომდე(მრავალი მიმართულებით ტარდება კვლევა) არ გვაქვს წამალი და სპეციფიური ვაქცინა!!!

სტატისტიკურად ამერიკაში, ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა,სისტემური ანთებითი პროცესებით და ცრუ, არასრული კავასაკის დაავადების ნიშნებით მიმდინარე,მძიმე შედეგები დაიდო, ლეტალური გამოსავალიც მათ შორის! ამიტომ სიფრთხილეა ჯერ კდევ საჭირო!!!

ბავშვთა დაწესებულებებში სწავლა გადაიდო სექტემბრამდე, ეს იმას ნიშნავს,რომ ვერიდებით მათ კომუნიკაციას დაავადების პრევენციის მიზნით,მაგრამ რა აზრი აქვს, თუ ვივლით სიფრთხილის ზომების გარეშე,ვეწვევით ერთმანეთს სტუმრად!!!

შეიკავეთ ჯერჯერობით თავი მასიური თავყრილობებისგან! მტერს არ ძინავს, ის ჩასაფრებულია,არსად არ წასულა!!!არ გაშინებთ,უბრალოდ გაფრთხილებთ!! მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება და ჩვენი უნარ-ჩვევების შეცვლა,სანამ საბოლოოდ არ დავამარცხებთ მტერს! გავიყვანოთ ბავშვები,ვასეირნოთ,მაგრამ დავიცვათ მოწოდებული რეკომენდაციები!!! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!", - წერს ინგა მამუჩიშვილი.

"დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, 13% ეფექტურობით" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე

"12-13 წელი ერთად ვცხოვრობდით, ერთად გვეძინა... დედა იყო ჩემი, ბებია არა" - რას წერს მარიამ გეგუჩაძე გარდაცვლილ ბებიაზე