ავტორი:

"12-13 წელი ერთად ვცხოვრობდით, ერთად გვეძინა... დედა იყო ჩემი, ბებია არა" - რას წერს მარიამ გეგუჩაძე გარდაცვლილ ბებიაზე

"12-13 წელი ერთად ვცხოვრობდით, ერთად გვეძინა... დედა იყო ჩემი, ბებია არა" - რას წერს მარიამ გეგუჩაძე გარდაცვლილ ბებიაზე

სამოქალაქო აქტივისტი, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში ბებიის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. დარეჯან დაუშვილი მძიმე სენთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

"რამდენადაც უხაროდა ამერიკაში რომ გადავედი, იმდენად ნერვები ეშლებოდა. პირველად იყო, როცა ასე შორს ვიყავით და მთელ დროს ჩემთან ვერ გაატარებდა. 12-13 წელი, ერთად ვცხოვრობდით. ერთად გვეძინა. დედა იყო ჩემი. ბებია არა.

მეგობრობდა ჩემ მეგობრებთან. იცოდა ყველა ჩემი მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი იგებდა ყველაფერს, ჩემი ცხოვრების შესახებ. 12 წლამდე მამეცადინებდა, დადიოდა ყველგან, სადაც მე. ცეკვა იქნებოდა ეს თუ ინგლისურის მასწავლებელი. ამ სამყაროში ყველაზე ძალიან მას ვუყვარდი. არავინ უყვარდა ჩემზე მეტად და ისე, არავის ესმოდა ჩემი.

ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ტკბილი ადამიანი აღარ მყავს.

ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ პანაშვიდის დროები უნდა დამეწერა. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბებიაჩემზე რამე დავწერო მშრალად. ყველას რომ არ მოვუყვე, როგორი საოცარი იყო.

პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს - რამიშვილის 35 ბ. 12 სართული. ხუთშაბათს, საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების ეკლესიიდან დავემშვიდობებით ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მეგობარს", - წერს მარიამი.

ცნობისთვის, დარეჯან დაუშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა რამდენიმე დღის წინ. ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ნანუკა ჟორჟოლიანი ახლობლებსა და უცნობებს მისი გადარჩენისთვის ლოცვას სთხოვდა.

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს

პარიზში ქართველმა გოგომ ღომით ფეხი დაიწვა - გუგა ქაშიბაძე

"ამ ძაღლს ვიცნობდი... პატრონი ფსიქიკას უმახინჯებდა, ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე