ავტორი:

ფეხბურთის მოედანი მე-17 საუკუნის ყვარლის ციხესიმაგრეში - "მტერი რომ შემოგვესევა, მანდ ვეთამაშოთ?"

ფეხბურთის მოედანი მე-17 საუკუნის ყვარლის ციხესიმაგრეში - "მტერი რომ შემოგვესევა, მანდ ვეთამაშოთ?"

ყვარელში საქართველოში ფეხბურთის ყველაზე უჩვეულო მოედანი ფუნქციონირებს. ის მე-17 საუკუნის ყვარლის ციხეშია განთავსებული. მოედანზე, რომელიც კლუბ "დურუჯის“ საშინაო არენაა, მინდვრის საფარი დააგეს და მისი ახალი ფოტო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

საზოგადოების მხრიდან კი აღნიშნულს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ნაწილს მოედანი მოეწონა, თუმცა ნაწილი აღნიშნავს, რომ ისტორიულ ნაგებობაში საფეხბურთო მოედანი არ უნდა იყოს.

ციხის შიგნით არსებული ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის დასამარებაც ამას ქვია, ლამაზია კია მაგრამ ძალიან ცუდი იდეაა.

ვის მოუვიდა აზრად ისტორიულ შენობაში სტადიონის მოწყობა?

მტერი რო შემოგვესევა მანდ ვეთამაშოთ?

ყვარელში მინდვრები დაილია? რა უბედურებააა..

ლამაზია, შეიძლება ანალოგიც არ ჰქონდეს, მაგრამ ისტორიული ციხესიმაგრე უნდა იყოს ხელშეუხებელი, რადგან საქართველოს მემკვიდრეობაა, და მოედანი სადმე სხვაგან გაკეთდეს.

ფეხბურთთან რომ შეხება არ გქონიათ და დინამოს გარდა სტადიონი არ გინახავთ, რაებს წერთ? კულტურული მემკვიდრეობაა ზუსტად სტადიონი ციხესიმაგრეში, ორიგინალური, ისტორიული და უცნაური. მიგდებულია ათობით ციხე მთელ საქართველოში და აქ ფეხბურთით ცხოვრობს იქაურობა. თან ლამაზია მწვანე საფარი და გალავანი, აბა ბუტკები ჩაედგათ და სტალინის მაგნიტები და შაქრიანი ღვინო გაეყიდათ რუსებზე?

რა ლამაზია ყვარელი. ეს ისტორიული ადგილიც ჭკვიანურად გამოუყენებიათ.

მაყურებლებმა სათოფურებიდან უნდა უყურონ? პ.ს ისე ლამაზი კია

ძაან მაგარია! შეიძლება უჩვეულო სტადიონების ჩამონათვალში მოახვედრო კაცმა და სარეკლამოდ გამოიყენო" - წერენ ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში.

აღსანიშნავია, რომ ეს მოედანი აქამდეც ამ ადგილას ფუნქციონირებდა. ახლა კი მინდვრის საფარი დააგეს. მოედანმა თებერვალში, ბრიტანული სპორტული გამოცემის, Dream Team-ის ყურადღებაც მიიპყრო.

"საქართველოს მეხუთე დივიზიონის გუნდი უძველესი ციხესიმაგრის კედლებში თამაშობს ფეხბურთს. წარმოიდგინეთ აქ თამაში“, - წერდა მაშინ გამოცემა.

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი

სამხრეთ კორეაში მოედანზე მაყურებლის ნაცვლად სექს-თოჯინები დასვეს - სკანდალური საფეხბურთო მატჩის დეტალები