ავტორი:

საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ, 70 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა

საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ, 70 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა

საფრანგეთში, მას შემდეგ რაც სწავლა აღდგა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 70 მოსწავლეს დაუდგინდა. ინფორმაციას Radio France International-ი ქვეყნებს. ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში დღეიდან რამდენიმე სკოლა კვლავ დაიხურა.

რადიოსთან ინტერვიუში ფაქტი დაადასტურა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სკოლების ხელახლა დახურვა ნიშნავს, რომ „მთავრობა მკაცრად რეაგირებს“. მისივე თქმით, „სკოლაში არწასვლა უფრო ცუდი შედეგებით შეიძლება დასრულდეს“.

ცნობისთვის, 11 მაისს საფრანგეთში სასწავლო დაწესებულებების ნაწილი ხელახლა გაიხსნა. დაახლოებით 1,4 მილიონი ბავშვი ქვეყნის მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში დაბრუნდა.

ჩინეთში კორონავირუსმა შესაძლოა, კვლავ იფეთქოს - გაჩნდა ახალი კლასტერი, 108 მილიონი ადამიანი კი მკაცრ კარანტინს დაუბრუნდა

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

ჩინეთში მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც მეცნიერთა თქმით, COVID-19-ს ვაქცინის გარეშე შეაჩერებს