ავტორი:

"ბინდის“ მსახიობი მეგობარ გოგონასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

"ბინდის“ მსახიობი მეგობარ გოგონასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

"ბინდის“ მსახიობი, 30 წლის გრეგორი ტაირი ბოისი თავის მეგობარ გოგონასთან, 27 წლის ნატალი ადეპუჯუსთან ერთად, ლას ვეგასში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

პოლიციის თქმით, საქმე კრიმინალს არ ეხება, სამართალდამცველები ცხედრების ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან.

მსახიობი Twilight-ში ტაილერის როლს ასრულებდა. მის გმირს ფილმის მთავარმა პერსონაჟმა ედვარდმა მანქანა დაუზიანა, როდესაც ის ხელით გააჩერა.

გრეგორი ტაირი ბოისის გარდაცვალებაზე "ფეისბუქში“ წერს მისი ძმა, კრის უეინი: "ნეტავ აქ იყო ძმაო, მსოფლიომ შესანიშნავი ადამიანი დაკარგა“. მსახიობს 10 წლის გოგონა დარჩა.

გრეგორი "ბინდის“ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა, რომელიც კინოეკრანებზე 2008 წელს გამოვიდა.

"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

"კარმენი" სცენიდან კინომდე - ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს