პოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი 2012 წლის ოლიმპიადის გახსნაზე გამოსვლის უფლებისთვის იბრძვიან

პოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი 2012 წლის ოლიმპიადის გახსნაზე გამოსვლის უფლებისთვის იბრძვიან

პოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი ბრიტანეთის დედაქალაქში 2012 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლის უფლებისთვის იბრძვიან. "როლინგ სთოუნზისა" და "ბიტლზის" წარმომადგენლები აშშ-ში ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნაზე 100 მლნ-იანი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე არც ისე დიდი ხნის წინ ერთად წარსდგნენ.

ლონდონში მსოფლიო სპორტის დღესასწაულის საზეიმო გახსნაზე გამოსვლისთვის მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეარჩევენ, განაცხადა ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

"შესანიშნავია, რომ მიკ ჯაგერი და პოლ მაკარტნი დაინტერესებულნი არიან თამაშების გახსნის ცერემონიაზე გამოსვლით, - განაცხადა წარმომადგენელმა, - ორივე მათგანს არაჩვეულებრივი ჰიტების სია აქვთ, რომლებიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი. კარგი იქნებოდა, რომ გამოსვლის შესაძლებლობა ორივე მათგანს ჰქონდეს, თუმცა "წამყვანი მხოლოდ ერთი უნდა იყოს".

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება