ავტორი:

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

მრავალი წელია, აფხაზებიც და ოკუპირებულ რეგიონში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩასული ტურისტებიც, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე საუბრობენ.

ამ მხრივ უმძიმეს მდგომარეობაშია აღმოსავლეთ აფხაზეთი. 1901 წელს, სოხუმელი პროფესორის ასტროუმოვის მიერ აშენებული აგარაკი, რომელსაც მწერლები ანტონ ჩეხოვი და მაქსიმ გორკი, მხატვარი აპოლინარი ვასნეცოვი სტუმრობდნენ, თითქმის განადგურდა და გაუვალ ტყედ არის ქცეული.

"რამდენიმე ათეული წლის წინ, იქ მუზეუმი ფუნქციონერებდა, ახლოს სეზონური კაფეც იყო დამსვენებლებისთვის, ახლა კი ყველაფერი დანგრეულია, არც ერთი შენობა რესტავრაციას აღარ ექვემდებარება...

ინსტიტუტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ წლებია შენობა კულტურის სამინისტროს ექვემდებარება, რომელსაც იქაურობის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია... აღნიშნული ინსტუტის დირექტორის ზურაბ მიქბას თქმით, უწყებაში უთხრეს, რომ შენობის აღდგენა არ ღირს" - წერს გამოცემა Кавказ Реалии და ადგილზე გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს.

ამ აგარაკის ბედს ერთ დროს დიდი მნიშვნელობის მქონე 290-მდე შენობა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იზიარებს აფხაზეთში...

ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე შეეჩვივნენ, რომ თავზე ენგრევათ წარსული, ისტორიული ობიექტები, საბჭოთა წლებში აშენებული სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები, რომელთა კომერციულად გაყიდვა, რეალურად, ძალზედ მომგებიანი და ხელსაყრელი იქნებოდა, თუნდაც ტურისტული სეზონისთვის.

"აქ ძირითადად ის ხალხი ჩამოდის, ვისაც საბჭოთა წლების ნოსტალგია აქვს და დაინახავენ თუ არა ამ ძველ შენობებს, თუნდაც სტალინის აგარაკის მონახულების შესაძლებლობა რომ მიეცემათ, მილიონობით ფოტოს იღებენ... მათ შორის ახალგაზრდებიც, რომ შემდეგ ოჯახის წევრებს ან ახლობლებს აჩვენონ - წარსულში ვიმოგზაურეთო. უფროსი თაობა იხსენებს ყველაფერს, რაც იმ დროს იყო - ყავას, ნაყინს, გაზიან წყლებს... ეძებენ ასეთ ადგილებს, მაგრამ წარსულის გადასარჩენად ვიღას სცალია, ნეტავ აწმყოში არ დავიკარგებოდეთ" - წერს სოხუმელი ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ახუბა.

მიწასთანაა გასწორებული აკარმარა - აფხაზური ქალაქი-მოჩვენება, სადაც 90-იან წლებში 5 000 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 36 ადამიანი დარჩა... Настоящее Время-სთან საუბრისას, ადგილობრივი აფხაზი იმ წლებს იხსენებს, როდესაც აკარმარაში ცხოვრება დუღდა, იქ ცხოვრობდნენ ქართველი ექიმი ძმები მინდიაშვილები, რომლებიც თავიანთ საქმეში ძალიან ძლიერი სპეციალისტები იყვნენ...

"მათ გარდა კიდევ იყვნენ სხვა ქართველებიც, მაგრამ ისინი გამორჩეულები იყვნენ. თავად დასახლება ძველი არ ყოფილა, ახალია, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს იარსება, 25 წელზე მეტია იქაურობა ტურებით არის სავსე. ღამე მათი ყმუილი ისმის. აქ ახლოს არის ტყვარჩელი, სადაც თითქოს შემორჩა სიცოცხლე, მაგრამ იქაურობაც გაჩანაგებულია...

რამდენიმე წლის წინ, რუსეთმა ტყვარჩელის რკინიგზის რეაბილიტაციისთვის 2 მილიარდი რუბლი გადმორიცხა, მაგრამ იმ თანხით მხოლოდ სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით გზა გაკეთდა. ტყვარჩელი კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს..." - ამბობს ადგილობრივი ინტერვიუში.

"ვიხვეწებოდით, რუსეთმა მაინც დააბინავოს ან ააშენოს თავისი ბაზებიო, მაგრამ შენობებს ვერ გამოვიყენებთ და ტერიტორიულადაც არ გვაწყობსო, უთქვამთ... არადა, მაღაზია გაიხსნებოდა, ხალხი იმოძრავებდა, ჩერნობილში არ მოგვიწევდა ცხოვრება. აქაურებს მარიხუანა მოჰყავთ და მაგისთვის თუ მოდის ხალხი, თორემ ჩვენი არსებობა არავის ახსოვს. ახლა ამბობენ, ბჟანია-ანქვაბი ნარკოტიკებს ებრძვიანო და ეს გზაც თუ გადაკეტეს, აქაურობა საერთოდ დაიცლება..." - ამბობს ადგილობრივი იულია აგუმა.

ფოტოები: Кавказ Реалии; Настоящее Время

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია