ავტორი:

შეზღუდვები, რომელიც 23 მაისის შემდეგ ძალაში რჩება - ნახეთ ჩამონათვალი

შეზღუდვები, რომელიც 23 მაისის შემდეგ ძალაში რჩება - ნახეთ ჩამონათვალი

დღეიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, ასევე მოიხსნა "კომენდანტის საათიც", რომელიც მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავდა.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, დღეიდან ავტომობილით 3 ადამიანის მგზავრობის შეზღუდვაც მოიხსნა, თუმცა ის ტაქსებზე მაინც გავრცელდება.

ასევე აკრძალვა იხსნება 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე.

ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩა, მათ შორის:

  • შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და საფეხმავლო მიმოსვლაზე
  • რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებს
  • სავაჭრო ცენტრები, მოლები დახურული რჩება
  • სპორტული-გამაჯანსაღებელი აქტივობები – დახურული რჩება
  • 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავ შეზღუდული იქნება, გარდა ონლაინ ვაჭრობისა
  • ასევე შეზღუდული რჩება მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს

ასევე ცნობილია, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა. პრემიერის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საზოგტადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების კუთხით კვლავ რისკის შემცველია.

ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა. 31 მარტიდან კი პრემიერის გადაწყვეტილებით კომენდანტის საათი მოქმედებდა.

„ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს 20 000 ლარიან ფასდაკლებას და 1 წლიან უფასო საწვავის აქციას სთავაზობს

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

"შოკშია სრულიად, გაოგნებულია, ნუთუ ეს ასე ხდება მართლაო?" - ბასილაშვილის საქმის რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ადვოკატი