ავტორი:

ბრედ პიტმა კარანტინში თმა გაიზარდა - მსახიობის ახალმა იმიჯმა ფანებს მისი ახალგაზრდობა გაახსენა

ბრედ პიტმა კარანტინში თმა გაიზარდა - მსახიობის ახალმა იმიჯმა ფანებს მისი ახალგაზრდობა გაახსენა

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სილამაზის სალონების მუშაობა შეჩერდა. ეს პრობლემად ბევრი ადამიანისთვის იქცა. იზოლაციაში ზოგიერთი საკუთარი ხელით იჭრის თმას, ზოგიც ოჯახის წევრს ანდობს ამ მნიშვნელოვან საქმეს.

შეიძლება ითქვას, რომ კარანტინმა ადამიანები უფრო ბუნებრივები გაგვხადა. როგორც ჩანს, იზოლაციის დროს, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ბრედ პიტმაც არ შეიჭრა თმა და ახალი იმიჯი მოირგო. ამის შესახებ "დეილი მეილი" წერს და ბრედის ახალ პაპარაცულ ფოტოებს აქვეყნებს.

56 წლის მსახიობი, როგორც წესი, უკან გადავარცხნილ თმას ატარებს. თუმცა ახლა, მალიბუში სულ სხვანაირი ბრედ პიტი იხილეს. პიტს ქერა თმა საკმაოდ გაზრდილი აქვს და თითქმის მხრებამდე სწვდება. რთულია იმის თქმა, რომ ბრედმა კერძო სტილისტი ვერ იპოვა. როგორც ტაბლოიდები წერენ, სავარაუდოდ, პიტს მოეწონა საკუთარი თავი გრძელ თმაში და მისი შეჭრა უბრალოდ, აღარ მოინდომა.

ბევრს ასეთი ვარცხნილობით ბრედის ახალგაზრდობის პერიოდი და უფრო ზუსტად კი, ფილმი "შემოდგომის ლეგენდები“ გაახსენა, სადაც მსახიობი გრძელი თმითაა.

ფანებს არ გამოჰპარვიათ, რომ 56 წლის მსახიობს ჭაღარა თითქმის არ აქვს.

ანჯელინა ჯოლის ყოფილი ქმარი BMW R-1250-ის მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა თავის დიდი ხნის მეგობარ ფლეასთან ერთად, რომელიც Red Hot Chili Peppers-ის ბასისტია. ჰოლივუდის ვარსკვლავს მწვანე, ელვა შესაკრავიანი მოსაცმელი ეცვა ჯინსის შარვალთან და კედებთან ერთად.

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ