ავტორი:

როგორ გამოიყურებიან ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალების ქალიშვილები - ჰგვანან თუ არა დედებს

როგორ გამოიყურებიან ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალების ქალიშვილები - ჰგვანან თუ არა დედებს

ძველი თაობის ულამაზეს ქართველ ქალებზე არაერთი სტატია დაწერილა. ცნობილები არიან მათი შვილები, მაგრამ არა ყველასი. გადავწყვიტეთ, დღეს იმ მსახიობების შვილებზე მოგვეყოლა, რომლებიც ისტორიას სამუდამოდ შემორჩნენ. სტატიაში მოგითხრობთ იმ ქალებზე, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე ქალიშვილები შეეძინათ. არ გვინდა, რომ მკითხველმა იფიქროს, გამოგვრჩა ისეთი ლამაზი და ღირსეული მსახიობები, როგორებიც იყვნენ დოდო ჭიჭინაძე, ლიკა ქავჟარაძე, ლეილა აბაშიძე და სხვები...

ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილის მამიდა ლეგენდარული მსახიობი - ნატო ვაჩნაძე გახლდათ. კირა ანდრონიკაშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. ნინა კალანდაძე ჟურნალისტ ლიკა ევგენიძის დედაა. მეორე ქალიშვილი, ქეთი ყიასაშვილი ძალიან ჰგავს დედას.

კირა ანდრონიკაშვილი
კირა ანდრონიკაშვილი და ქეთი ყიასაშვილი
ნინა კალანდაძე შვილიშვილთან - ლიკა ქორქიას შვილთან ერთად

მშვენიერ ბელა მირიანაშვილს პირველი ქორწინებიდან მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე შეეძინა, მეორე ქორწინებაში კახი კავსაძესთან ვაჟი, ირაკლი კავსაძე, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს

ბელა მირიანაშვილი და ნანუკა ხუსკივაძე
ირაკლი კავსაძე ოჯახთან ერთად
ირინკა კავსაძე - კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის შვილიშვილი

მსახიობ ოთარ კობერიძის და ლია ელიავას ქალიშვილი ნანა კობერიძე რამდენიმე თვის წინ ნაადრევად გარდაიცვალა. ნანა პროფესიით მხატვარი იყო, ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. მას ერთი შვილი, ანკა მანჯგალაძე დარჩა. ნანა კობერიძე მძიმე სენს ებრძოდა.

ლია ელიავა და ოთარ კობერიძე
ლია ელიავა

ნანა კობერიძე

მედეა ჩახავას სპორტულ კომენტატორ კოტე მახარაძესთან წლების წინ მშვენიერი მაკა მახარაძე შეეძინა. მსახიობის ვაჟი გახლავთ რეჟისორი თემურ ჩხეიძე. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ქალბატონ მედეას ორი ულამაზესი მსახიობი შვილიშვილი, ნატა მურვანიძე და ეკა ჩხეიძე ჰყავს.

მედეა ჩახავა და კოტე მახარაძე შვილებთან - მაკასთან და ივიკოსთან ერთად
მედეა ჩახავა
მედეა ჩახავა მაკა მახარაძე და ნატო მურვანიძე

მედეა ჩახავა და ნატა მურვანიძე

ულამაზესი ლეილა ყიფიანი, რომელსაც მისი როლიდან გამომდინარე ხატიასაც კი ეძახდნენ, წლების წინ კინოს ჩამოშორდა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გაყვა ცოლად. მსახიობს ორი ულამაზესი ქალიშვილი - სკანდალურად ცნობილი ანა და ფსიქოლოგი მაიკო ბაგრატიონ-გრუზინსკი შეეძინა, რომელიც ცნობილია ერთადერთი როლით. მაიკომ ბავშვობაში ფილმში "იავნანამ რა ჰქმნა" ქეთოს როლი შეასრულა.

ლეილა ყიფიანი და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
ანა და მაია ბაგრატიონები

მარინე თბილელს ქორწინებიდან ყველასათვის ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი შეეძინა. ბაია ძალიან ჰგავს ცნობილ დედას და ახალი თაობისთვის გამორჩეულად საყვარელი მსახიობია.

მარინე თბილელი და ბაია დვალიშვილი

ამჟამად რუსეთში მოღვაწე ქართველი წარმოშობის ულამაზესი მსახიობის, ია ნინიძის ქალიშვილი ნინა ნინიძე ორი წლის წინ დედა გახდა.

ია ნინიძე და მისი ქალიშვილი
ნინა ნინიძე მეუღლესთან ერთად

ულამაზეს ლიანა ასათიანს ორი შვილი ლექსო და ნინო თორაძეები შეეძინა. მისი დედობის გზა მარტივი არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის დროს, მისი ვაჟი პიანისტი ლექსო თორაძე საცხოვრებლად უცხოეთში დარჩა, რის შემდეგაც წლები ვერ ნახულობდა მსახიობი შვილს.

ლიანა ასათიანი
ლექსო და ნინო თორაძეები

ლეგენდარული დედა-შვილი ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიაურელი, რომლებმაც ქართულ კინოში ერთგვარი ეპოქა შექმნეს.

ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიაურელი

უბერებელი ნანი ბრეგვაძე შვილთან, მომღერალ ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან ნატალია ქუთათელაძესთან ერთად. სცენის დედოფლის ორი თაობა ნანის კვალს გაჰყვა.

ქეთევან კიკნაძე რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე იყო, როდესაც ლეგენდარულ ფილმში, „დათა თუთაშხია“ ბეჩუნის როლი ითამაშა. ლეგენდარულ წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინა. მათი ერთ-ერთი ქალიშვილის, ნანა ლორთქიფანიძის შვილი ქეთი წიქვაძე ბებიის კვალს გაყვა და მსახიობია. ის პოპულარული სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა, სადაც "ლეკას" თამაშობს.

ქეთევან კიკნაძე
ქეთევან კიკნაძე და გიგა ლორთქიფანიძე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად

ნანა ლორთქიფანიძე და ქეთი წიქვაძე

მსოფლიო დონის უმშვენიერეს პრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილს ქალიშვილი, ელენე ვაშაძე კარიერის მიწურულს შეეძინა. თუმცა მშობიარობას ხელი არ შეუშლია, რომ ძველებურად გაეგრძელებინა საყვარელი საქმე.

რამდენით გაძვირდა მეორადი ტანსაცმელი საქართველოში?

"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

დღეს 635 000 ლარზე მეტი თამაშდება!