ამერიკულ ავიაბომბებს Raytheon დაამზადებს

ამერიკულ ავიაბომბებს Raytheon დაამზადებს

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ, მცირე კალიბრის SDB II-ის საავიაციო ბომბების შექმნაზე გამოცხადებულ ტენდერში ამერიკულმა კომპანია Raytheon-მა გაიმარჯვა, რომელმაც კონკურენტ კომპანია Boeing-ს აჯობა. ტენდერი 42 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, გარიგება კი 450 მლნ დოლარად შეფასდა.

ამერიკელები ახალ იარაღს მოიერიშე F-15E Strike Eagle-ისა და პერსპექტიულ საბრძოლო თვითმფრინავ F-35B/C Lightning II-ზე გამოიყენებენ, რომელიც აშშ-ის შეირაღებაში უკვე მიღებულია. ავიაბომბები სამხედროებს 2013 წლიდან მიეწოდებათ.

კორექტირებადი ბომბი SDB II, რომლის მასა 113,4 კგ-ია, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებულ, წინა თაობის SDB-ავიაბომბებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. ახალ ბომბს, GPS-დამიზნების გარდა, თვითდამიზნების სისტემა, ინფრაწითელი კამერა და ნახევრადაქტიური ლაზერული დამიზნების სისტემა აქვს.

SDB-ის წინა თაობის ბომბების წარმოებით კომპანია Boeing იყო დაკავებული.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე