ავტორი:

თსუ-ს ლექტორი ინგა მილორავა, რომლის დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი შექმნეს, გარდაიცვალა

თსუ-ს ლექტორი ინგა მილორავა, რომლის დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი შექმნეს, გარდაიცვალა

თსუ-ს ლექტორი, მწერალი და მხატვარი ინგა მილორავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე იყო, მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც განვითარდა სეფსისი და რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის ლექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მკურნალობისთვის თანხების შეგროვება მისმა სტუდენტებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წევრებმა დაიწყეს.

"ფეისბუქზე" სპეციალური საქველმოქმედო გვერდიც შეიქმნა, რომელიც მწერლის გადასარჩენად თანხას აგროვებდა. მკურნალობის ხარჯები შეგროვდა კიდეც, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და მილორავა დღეს გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ ახალგაზრდა პოეტი, იაგო ქებურია წერს:

"ჩემო უსაყვარლესო ინგა, როგორ დამწყვიტე გული!... მართლაც და რა უსამართლოა ეს ცხოვრება... რატომ, რატომ წაგვართვი, მკითხველებს, მეგობრებს, ღმერთო, ინგა?! რამდენი იბრძოლე ამ ბოლო თვეებში და მაინც წახვედი... წახვედი იქ, მაღლა, სადაც მართალნი განისვენებენ... შენი ლექციები, ლექსები, პროზაული ჩანახატები, შენი ცხოვრება, სამაგიდო წიგნია, ჩემო!..." - წერს ქებურია.

ინგა მილორავა იყო რამდენიმე წიგნის ავტორი - ლიტერატურული წერილების, მოთხრობების, ზღაპრების, ერთი რომანისა და ლექსების. 1994 წელს გამოსცა მონოგრაფია ნიკო ლორთქიფანიძეზე. მუშაობდა ახალი და უახლესი ლიტერატურის საკითხებსა და პრობლემებზე. ლიტერატურის გარდა, მისი გატაცება მხატვრობა გახლდათ და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნიდა...

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი აბაშიშვილი; საბა ბუაძე

თვალის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს და მისი მკურნალობის გზები - "სიბრმავის 55% სწორედ ამით არის გამოწვეული"

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა