ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიციელები და ჟურნალისტები, ინფიცირებული ექიმები - პერუში უმძიმესი ეპიდვითარებაა

კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიციელები და ჟურნალისტები, ინფიცირებული ექიმები - პერუში უმძიმესი ეპიდვითარებაა

კორონავირუსის პანდემიამ ლათინო ამერიკულ ქვეყნებს მძიმე დარტყმა მიაყენა. განსაკუთრებით რთული ვითარება კი ბრაზილიასა და პერუშია.

პერუში ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იმატებს და მათი რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მეცხრე ქვეყანაა, ხოლო ლათინო ამერიკაში მხოლოდ ბრაზილიას ჩამორჩება.

პერუში კორონავირუსით საერთო ჯამში 174 884 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 4 767 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული 69 257.

აღსანიშნავია, რომ როგორც "გარდიანი" წერს, ქვეყანაში კორონავირუსით 20-ზე მეტი ჟურნალისტია გარდაცვლილი, დაინფიცირდა 1 300-ზე მეტი მედიკოსი. აღნიშნულის მიზეზად ვირუსისგან დამცავი საშუალებების ნაკლებობა სახელდება.

ექიმები კი ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ კორონავირუსის ინფექციის შეჩერება. როგორ "ალჯაზირა“ წერს, მედიკოსების თქმით, პერუს ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან ბრძოლაში უძლურია და საავადმყოფოები მოთხოვნას სათანადოდ ვერ პასუხობს.

ლიმაში აქციის მონაწილე მოითხოვს, რომ ხელისუფლება თავის პროვინციაში დაბრუნებაში დაეხმაროს - შეზღუდვების გამო, ის მშობლიურ ადგილას ვერ წავიდა

საინტერესო ის არის, რომ ქვეყანაში კარანტინი COVID-19-ის გავრცელებიდან მალევე გამოცხადდა, თუმცა ლათინო ამერიკული ქვეყნის შემთხვევაში შეზღუდვების დაწესებამ არ გაამართლა და ეპიდემიამ მაინც იფეთქა. ექსპერტთა უმეტესობა ყოველივეს პერუელთა მენტალიტეტს აბრალებს. მათი დიდი ნაწილი არ დაემორჩილა შეზღუდვებს და კარანტინის პერიოდში ხშირი იყო ადამიანთა შეკრებები.

პერუს პრეზიდენტმა, მარტინ ვისკარამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა15 მარტს გამოაცხადა, იმ დროს ქვეყანაში მხოლოდ 71 ინფიცირებული იყო. ჩაიკეტა საზღვრები, ადამიანებს აეკრძალათ გარეთ გასვლა, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, პერუელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

პანდემიის პარალელურად ქვეყნის მთავარი პრობლემა ეკონომიკური სიდუხჭირეა

ხელისუფლებამ კარანტინი ივნისის ბოლომდე გაახანგრძლივა. პრეზიდენტი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დაემორჩილონ წესებს და ნუ იმოქმედებენ ეგოისტურად.

პერუში ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა. COVID-19-ის პირველი შემთხვევა იქ 6 მარტს გამოვლინდა და 25 დღეში ქვეყანაში უკვე 1 000 ინფიცირებული იყო და 14 აპრილისთვის კი მათი რაოდენობა 10 000-ს აღწევდა. ინფიცირებულთა 70% დედაქალაქ ლიმაზე მოდის.

პერუს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ერნესტო რომერო ამბობს, რომ პანდემიისთვის პერუს ჯანდაცვის სისტემა მზად არ იყო, ამიტომაც ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზევე დააწესა შეზღუდვები, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი პერუელებისთვის დამატებით ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა.

როგორც BBC წერს, პერუში COVID-19-ით 17 პოლიციელი გარდაიცვალა

პერუს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამ ვირუსს ვერ უძლებენ მდიდარი და განვითარებული ქვეყნები და გასაკვირი არ არის, რომ პერუში ასეთი რა ხდება. ის ამბობს, რომ არათუ პერუ, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული და მდიდარი ქვეყნის, ესპანეთის ჯანდაცვის სისტემა ვერ შეხვდა მზად პანდემიას.

ლათინო ამერიკულ ქვეყნებში ყველაზე მძიმე ეპიდვითარება ბრაზილიაშია, სადაც ყოველ დღე COVID-19-სგან ათასობით ადამიანი იღუპება, ბრაზილია ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მსოფლიოს მეორე ქვეყანაა და ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსმა დარტყმა მიაყენა, ჩილეა და იქ ინფიცირებულთა რაოდენობა 108 680-ს აღწევს, გარდაცვლილია 1 188 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 86 173.

მექსიკაში COVID-19-ით 97 326 ადამიანი დაინფიცირდა, 10 637 გარდაიცვალა, ხოლო 70 308 გამოჯანმრთელდა. სხვა ლათინო ამერიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით სტაბილური ვითარებაა არგენტინაში, სადაც კორონავირუსით 18 319 ადამიანი დაინფიცირდა, 569 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 5 709 გამოჯანმრთელდა.

გადამწვარი მანქანები, მოროდიორობა და რეზინის ტყვიებით დაშლილი აქციები - ფოტოები აშშ-დან, რომელსაც პროტესტის ტალღამ გადაუარა

რუსეთი შეშფოთებულია, რომ აშშ-ში მედიის უფლებების კუთხით სიტუაცია დღითიდღე უარესდება

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა