მომღერალი უიტნი ჰიუსტონი 47 წლისაა, თუმცა ასაკთან შედარებით ძალიან ცუდად გამოიყურება, წერს "ექსპრეს-გაზეტა". მომღერალს მუცელი გაეზარდა და ახლა 60 წლის ქალს ჰგავს.
მისი ბოლო ტური ფაქტობრივად ჩაიშალა: სცენაზე მომღერალს გამუდმებით სული ეხუთებოდა და ხმა უწყდებოდა. ვარსკვლავი დიდი ხანია უკვე ისე აღარ გამოიყურება, როგორც ადრე. ცოტა ხნის წინ მისი ერთ-ერთი საკონცერტო შოუს მაყურებლებმა შეამჩნიეს, თუ როგორ მოიმატა წონაში და ისიც, რომ მომღერალი კონცერტის დროს მეტისმეტად ოფლიანობდა.
სცენაზე გამოსვლას მომღერალი ცდილობს ისე ჩაიცვას, რომ სხეულის დეფექტები დამალოს, მაგრამ მათი დაფარვა მაინც არ გამოსდის.
პაპაცარების მიერ გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რამდენად ცუდადაა საქმე. თეთრი საცურაო კოსტუმი ვარსკვლავის სიმსუქნეს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, უკან გადაწეული მოკლე თმა და ძველმოდური სათვალე კი მომღერალს მოხუც ქალბატონს ამსგავსებს.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.