ავტორი:

მსოფლიოს 12 ადგილი, სადაც კორონავირუსის პანდემიიდან 3 თვის შემდეგ ვირუსი ოფიციალურად არ გამოვლენილა

მსოფლიოს 12 ადგილი, სადაც კორონავირუსის პანდემიიდან 3 თვის შემდეგ ვირუსი ოფიციალურად არ გამოვლენილა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოცხადდა და პანდემიიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია დარჩენილი, სადაც COVID-19-ის შემთხვევა ოფიციალურად გამოვლენილი არ არის.

ეს მაშინ, როცა გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 406 222 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული 3,4 მილიონი ადამიანი.

ვნახოთ მსოფლიოს ის 12 ადგილი, სადაც ოფიციალურად კორონავირუსი არ გამოვლენილა:

  • კირიბატი
  • მარშალის კუნძულები
  • მიკრონეზია
  • ნაურუ
  • ჩრდილოეთ კორეა
  • პალაუ
  • სამოა
  • სოლომონის კუნძულები
  • ტონგა
  • თურქმენეთი
  • ტუვალუ
  • ვანუატუ

აღსანიშნავია, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის არსებობას შეგნებულად მალავენ. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი.

საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბევრი ინფიცირებულია და მდგომარეობა, შესაძლოა, საგანგაშოც კი იყოს. "ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არიან ინფიცირებული პაციენტები", - ამბობს სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი, ნამ სუნგ ვუკი.

ჩინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში კი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანები იტანჯებიან ამ დაავადებით მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მონაცემებში არც ერთი ინფიცირებული არ არის.

იგივეს ამბობენ თურქმენეთზეც. "ჯადაცვის სტატისტიკა თურქმენეთიდან არასანდოა. გასული ათწლეულის განმავლობაში ისინი აცხადებდნენ, რომ HIV ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ჰქონდათ, რაც არადამაჯერებელია“, - ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი, მარტინ მაკკი.

BBC-ის ცნობით, თურქმენეთში საზოგადოებას აშინებს ვირუსზე ლაპარაკი და იმის თქმა, რომ შესაძლოა საქმე COVID-19-თან ჰქონდეთ.

ამ დროისთვის COVID-19 მსოფლიოს 213 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, საიდანაც შედეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ამ დროისთვის ქვეყნების პირველი ათეული, რომელსაც ვირუსმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა და სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტია, ასე გამოიყურება: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი.

ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებას ითხოვდა  - ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი და საქართველოსადმი დამოკიდებულება

დონალდ ტრამპის ვაჟი, რომელიც ტრამპზე უფრო ტრამპია - "ის მამის ახალგაზრდობის უფრო მჟავე ვერსიაა"

კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა