ავტორი:

"მსურდა, კორონავირუსით დავინფიცირებულიყავი, რათა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ არის" - ზელენსკი

"მსურდა, კორონავირუსით დავინფიცირებულიყავი, რათა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ არის" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას სურდა, კორონავირუსით დაინიფიცრებულიყო, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო.

მისივე თქმით, დაავადების არ ეშინია და სურდა ეს ეტაპი თავის თავზე გამოეცადა.

„ჩემს თავზე მინდოდა გამომეცადა ეს ეტაპი, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო. როდესაც ჩვენ გვქონდა დეპრესიის პერიოდი, შევიკრიბეთ და მე ჩვენებს შევთავაზე: მოდი, მე გავხდები ავად და ჩემი იზოლაცია მოხდება და ამას ნორმალურად გადავიტან. ეს იმისთვის მსურდა, რათა ხალხს გაეგო, რომ ყველა შეიძლებოდა ავად გამხდარიყო, ისინი დეპრესიაში არ ჩავარდნილიყვნენ და მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ იყო,“ - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს „ზედმეტი“ იყო.

„ოჯახი არ მაპატიებდა. იტყოდნენ, რომ მე სულელი ვარ და პრინციპში, მართალიც იქნებოდნენ“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით უკრაინაში კორონავირუსის 27 462 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 797 ადამიანი გარდაიცვალა.

ზელენსკიმ პრორუსული ტელეარხები დახურა, რომელთა უკანაც პუტინის ნათლიმამა დგას -  "ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ბრძოლა აგრესორის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ"

AstraZeneca-ს ვაქცინა ვირუსის გადაცემის რისკს ამცირებს - ოქსფორდელი მეცნიერების კვლევა

Covid-19-ის ახალი, სახიფათო მუტაცია ვაქცინის ეფექტიანობას ათჯერ ამცირებს - რას წერს BBC-ის რუსული ბიურო