ავტორი:

ფლოიდი მის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს საბედისწერო შემთხვევამდეც იცნობდა - საქმის ახალი, სკანდალური დეტალები

ფლოიდი მის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს საბედისწერო შემთხვევამდეც იცნობდა - საქმის ახალი, სკანდალური დეტალები

აშშ-ში აფროამერიკული წარმომავლობის მამაკაცის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხმაური არ წყდება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, დერეკ შოვინი კი დაკავებულია.

საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გამოცემა insider.com წერს, ფლოიდი და შოვინი არა მხოლოდ იცნობდნენ ერთმანეთს, არამედ "ვერც ეწყობოდნენ".

გამოცემა ღამის კლუბ El Nuevo Rodeo-ს ყოფილი თანამშრომლის, ასევე კლუბის ყოფილი მეპატრონის ნაამბობზე დაყრდნობით წერს, რომ ფლოიდი აღნიშნულ კლუბში 2019 წლიდან მუშაობდა, ის დაცვის წევრი იყო და კლუბის შიდა პერიმეტრის კონტროლი ევალებოდა, ხოლო პოლიციელი დერეკ შოვინი წლების განმავლობაში კლუბის გარე პერიმეტრს იცავდა და ამით თავისი, როგორც პოლიციის ოფიცრის მოვალეობას ასრულებდა.

CBS-ის ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი კლუბის დაცვაში "ერთად მუშაობდნენ".

კლუბი მინეაპოლისში, სადაც ფლოიდი მუშაობდა

კლუბის ყოფილი თანამშრომელი, დევიდ პინი CBS-თან ამბობს, რომ ორივე ერთმანეთს საბედისწერო შემთხვევამდე შეხვდნენ. პინის თქმით, მათ შორის "უთანხმოება იყო."

დევიდ პინი ამბობს, რომ ფლოიდსა და შოვინს შორის უთანხმოება იყო

კლუბის ყოფილი მეპატრონის, მაია სანტამარიას თქმით, დერეკ შოვინი სასიამოვნო ადამიანი იყო, თუმცა ხანდახან გადაჭარბებულ და ძალიან სწრაფ რეაქციებს ავლენდა. ასევე აღნიშნავს, რომ შენიშნა, როგორ იცვლებოდა ხოლმე დერეკი კლუბში "შავი თემისადმი" გამართული ღონისძიებების დროს.

"მისი სახე, დამოკიდებულება იცვლებოდა, როცა ასეთ ღამეებს ვაწყობდით", - ამბობს კლუბის ყოფილი მფლობელი.

CBS-ის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დერეკს პრობლემა შავკანიანების მიმართ, სანტამარია ასე პასუხობს: "ვფიქრობ, ის შეშინებული იყო“.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ვიდეოკადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციის ოფიცერს მის ყელზე მუხლი ჰქონდა მიბჯენილი და მან სუნთქვა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ფლოიდის ხვეწნისა, რომ გაეშვა, რადგანაც ვერ სუნთქავდა, პოლიციელმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტირასისტული აქციები მოჰყვა. აქციები ამ დრომდე გრძელდება აშშ-ში. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მალევე ყოველივე პოლიციელებსა და პროტესტანტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამერიკის ზოგიერთ შტატში სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ბაიდენი ვირტუალურ დებატებზე თანახმაა, კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი - არა - "არ ვაპირებ დრო დავკარგო დებატებზე, კომპიუტერის მიღმა, სულელურად"

სომხური მედია - აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სომხურ ტაძარზე დარტყმა განახორციელა

რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა