პერის ჰილტონს 35 მლნ-ს ედავებიან

პერის ჰილტონს 35 მლნ-ს ედავებიან

ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში ფირმა Hairtech International-მა პერის ჰილტონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

სამი წლის წინ პერისმა ამ ფირმასთან კონტრაქტი გააფორმა. ფირმა ხელოვნურ თმას აწარმოებს. პერის ჰილტონი ხელოვნური კულულების - Dream Catcher - ახალი კოლექციის სახე უნდა გამხდარიყო და მათთვის რეკლამა უნდა გაეწია, რაც უბრალოდ ”დაავიწყდა”. ამის შესახებ Starslife.ru წერს.

Hairtech-ის იურისტების მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ”პერისი ჟურნალების ფოტოებზე და ტელეარხებზე მათი წარმოების ხელოვნური თმით არ წარმსდგარა”, უფრო მეტიც, ის კონკურენტი კომპნიის წარმოების კულულებს ატარებდა.

გარდა ამისა, 2007 წლის ივნისში პერისი ციხეში მოხვდა და ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანი წვეულება გამოტოვა, სადაც მას Hairtech-ის პროდუქცია უნდა წარედგინა. მის გამოუცხადებლობასა და სხვა დანაკარგებს Hairtech-ი 6,6 მლნ დოლარად აფასებს. დამატებით პერისმა ავანსის სახით 3,5 მლნ დოლარი მიიღო.

ხელოვნური თმის უიღბლო მწარმოებლებმა ჰილტონის გამო 35 მლნ დოლარი დაკარგეს, რომლის დაბრუნებასაც სასამართლოს გზით ცდილობენ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება