ავტორი:

ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი - ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული მამაკაცი, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა

ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი - ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული მამაკაცი, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა

"ჩვენ არამხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლება გვიტევს, არამედ გვიტევს ბოროტების მთავარი ღერძი რუსეთი" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა ქავთარაძის ქუჩაზე 12 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციისს შესახებ, რა დროსაც სუს-მა რუსეთის მოქალაქე, დროებით საცხოვრებელ ბინაში აიყვანა.

გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ეს კი პირდაპირ უკავშირდებოდა გაბუნიას მიერ გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" ვლადიმერ პუტინის მისამართით გაკეთებულ უცენზურო მიმართვას.

"კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.

"გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან მელაპარაკა" - გიორგი გაბუნია საქალაქო სასამართლოში მივიდა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს