ავტორი:

"მადლობა, ამ მშვენიერი 12 წლისთვის" - კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

"მადლობა, ამ მშვენიერი 12 წლისთვის" - კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მეუღლე - დიზაინერი ანუკი არეშიძე თანაცხოვრების 12 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

მრავალწლიანი ერთად ყოფნისა და 4 შვილის შემდეგ, წყვილმა ქორწილი შარშან, კახეთში გადაიხადა. 15 ივნისს შვილები მონათლეს და ნათლობის შემდეგ ჯვარიც დაიწერეს. წყვილს რამდენიმე მეჯვარე ჰყავდა, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი და დიზაინერი მაკა კვიციანი.

წელს კი 12 წლის იუბილეს ამ სიტყვებით ულოცავს მეუღლეს ანუკი არეშიძე:

"ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენი ქორწილი შედგა... ჩემო სიყვარულო, მადლობა ამ მშვენიერი 12 წლისთვის" - წერს დიზაინერი და ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს.

ამ ერთობლივი ფოტოთი აღნიშნავს კახა კალაძეც ქორწინების იუბილეს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე:

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას