ავტორი:

ახალ ზელანდიაში, ბოლო 24 დღეში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ახალ ზელანდიაში, ბოლო 24 დღეში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ახალ ზელანდიაში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ბოლო 24 დღეში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ვირუსი ორ ქალს დაუდასტურდა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან და ახალ ზელანდიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდნენ. მათ ჰქონდათ სპეციალური ნებართვა, რომ მომაკვდავი მშობელი ენახათ.

ინფიცირებული ქალები 30 და 40 წლის არიან, ისინი ახალ ზელანდიაში დიდი ბრიტანეთიდან 7 ივნისს ჩავიდნენ და კარანტინში იყვნენ, თუმცა 12 ივნისს მომაკვდავი მშობლის ნახვისთვის სპეციალური ნებართვა მიიღეს, რომელიც იმავე ღამით გარდაიცვალა.

ქალებმა 13 ივნისისთვის ველინგტონში წასვლის ნებართვა მიიღეს, სადაც პირადი ავტომობილით წავიდნენ და არ უსარგებლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ველინგტონში ოჯახის წევრთან დარჩნენ, რომელიც ამ დროისთვის იზოლაციაშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდია კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, მსოფლიოში განსაკუთრებით წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა. გასულ კვირას ოფიციალურად განაცხადეს, რომ ინფიცირებული აღარ ჰყავდათ და ქვეყანა "სუფთა იყო ვირუსისგან". მოიხსნა თითქმის ყველა შეზღუდვა, მათ შორის აკრძალვა ხალხმრავალ შეკრებებზე. შეზღუდვები დარჩა საზღვრებზე და მხოლოდ ახალი ზელანდიის მოქალაქეებსა და აუცილებელ მუშაკებს უშვებენ.

პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი კი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლა მოიგეს, თუმცა ასევე არ გამორიცხავს, რომ მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში სულ კორონავირუსის 1 506 შემთხვევაა აღწერილი, პაციენტთა შორის 22 გარდაიცვალა, 1 482 კი გამოჯანმრთელდა.

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

პუტინთან შეხვედრის მსურველმა "დეზინფექციის გვირაბი" უნდა გაიაროს - ნახეთ, როგორ იცავენ რუსეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან