ავტორი:

"დექსამეტაზონს" კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების გადარჩენა შეუძლია - ბრიტანელი მეცნიერების იმედისმომცემი სიახლე

"დექსამეტაზონს" კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების გადარჩენა შეუძლია - ბრიტანელი მეცნიერების იმედისმომცემი სიახლე

იაფ და ფართოდ გავრცელებულ პრეპარატ "დექსამეტაზონს" შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინოს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ წამალი ეფექტურად იბრძვის ვირუსის წინააღმდეგ. მეცნიერებმა შესაბამისი კვლევა ჩაატარეს, "დექსამეტაზონთან" დაკავშირებული ცდები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მკვლევარები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ წამალი ეფექტურია.

ბრიტანელ ექსპერტთა თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ "დექსამეტაზონი" 1/3-ით ამცირებს გარდაცვალების რისკს ისეთ პაციენტებში, რომელთაც ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ, ხოლო 1/5-ით ისეთ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებათ.

სპეციალისტების თქმით, დიდ ბრიტანეთს ეს პრეპარატი პანდემიის დასაწყისიდნვე რომ გამოეყენებინა, შესაძლებელი იქნებოდა დაახლოებით 5 000 პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა.

BBC წერს, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ღარიბი ქვეყნებისთვის, სადაც ვირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა ძალიან დიდია.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც მედიკამენტი არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები აღნიშნულ საკითხზე დაჩქარებული ტემპით მუშაობენ. შექმნილია ვაქცინის პირველადი ვერსიები. ზიგიერთ მათგანს ცხოველებზე, ზოგსაც უკვე ადამიანებზე ცდიან.

  • რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილი ვაქცინების კლინიკური კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევებში მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 80 სამედიცინო ჯგუფია ჩართული.

იმედის მომცემი ვაქცინები:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის კლინიკური კვლევის პირველი ფაზაც დასრულდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
  • ოქსფორდში შექმნილი ვაქცინა, რომელიც 800 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინაციის შედეგები ჯერ უცნობია. ამასთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც,თუ აღნიშნული ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, 100 მილიონი დოზა უნდა დამზადდეს.
  • ფარმაცევტული გიგანტები, Sanofi და GSK მუშაობენ ვაქცინის განვითარებაზე.
  • ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ორი პოტენციური ვაქცინით ინექცია. ამ ეტაპზე ისინი ვაქცინების კლინიკურ ვერსიას ცხოველებზე ცდიან.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ოფიციალური ვერსიით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა. ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მსოფლიო მასშტაბით, 8 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 439 204 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4.2 მილიონია. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ, ირანი და გერმანია.

მამას არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს მეოთხე ცოლად გაჰყოლოდა - ცნობილი კომიკოსის საოცარი სიყვარულის ამბავი

დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის