"ჩემ გარშემო ბევრი ლამაზი გოგოა, მაგრამ ახლა მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობ"

  "ჩემ გარშემო ბევრი ლამაზი გოგოა, მაგრამ ახლა მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობ"

"ჯეოსტარის" კასტინგი მთელ საქართველოში მიმდინარეობს. ვიდრე ახალ ვარსკვლავებს გავიცნობდეთ, კონკურსის ბოლო გამარჯვებულს, ნოდიკო ტატიშვილს ლონდონში დავუკავშირდით.

- ლონდონში 25 ივლისს ჩამოვედი. გავდივარ ინგლისური ენის კურსს კოლეჯში. პარალელურად, ვოკალის შემსრულებელთა ინსტიტუტში მასტერკლასს გავდივარ. საქართველოში სექტემბრის დასაწყისში დავბრუნდები. ვფიქრობ, ადამიანმა განათლებისათვის ყველა წუთი და საშუალება მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, განსაკუთრებით კი ჩემს ასაკში.

- ლონდონში პირველად ხარ?

- პირველად ვარ და დაკარგვაც მოვასწარი. ჩემი და უკვე წელიწადზე მეტია, ლონდონში ცხოვრობს და დაახლოებით საათზე მეტ ხანს მიხსნიდა, როგორ უნდა მივსულიყავი სახლიდან კოლეჯამდე. მეგონა, გავიგე, მაგრამ ქუჩაში რომ გამოვედი, დავიბენი, სხვა მხარეს გავუხვიე და დავიკარგე. ძლივს მიპოვეს.

- ლონდონში სხვა ქართველებთან თუ გაქვს ურთიერთობა? სად ერთობით?

- აქ ბევრი ქართველი  გავიცანი. გამიხარდა, როცა გავიგე, რომ "ჯეოსტარში" მონაწილეობისას მგულშემატკივრობდნენ. რაც შეეხება გართობას, ისეთი დინამიკური ცხოვრებაა, რომ აღფრთოვანებული ვარ. გასართობი ადგილების მეტი რა არის, მაგრამ ახლა გართობისთვის არ მცალია.

- ინგლისელ გოგოებზე რას გვეტყვი?

- ინგლისში ბევრი ლამაზი გოგოა, მაგრამ ახლა სწავლაზე ვარ ორიენტირებული.

- ჰო, მართლა, ინტერნეტში შენი და ყოფილი ჯეოსტარელი სალომე ბაკურაძის "ძალიან საყვარელი" ფოტოები ვნახე. ხომ არაფერი ხდება თქვენ შორის?

- სალომეს არაჩვეულებრივი საქმრო ჰყავს. მიხარია, რომ ასეთი ბედნიერია. რაც შეეხება ჩემი და სალომეს ურთიერთობას, ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ და სალომეს შვილი მე უნდა მოვნათლო, ასე მოვილაპარაკეთ.

ნინო მამუკაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება