ავტორი:

"სიკვდილის არ მეშინია... მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს" - გაბუნიას პასუხი ჩეჩნეთის ლიდერს

"სიკვდილის არ მეშინია... მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს" - გაბუნიას პასუხი ჩეჩნეთის ლიდერს

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ჩეჩნეთის ლიდერის გუშინდელ მიმართვას პასუხობს და ამბობს, რომ რამზან კადიროვისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

იგი კადიროვს "კომიკურ ფიგურას" უწოდებს და ამბობს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი მას ვერ შეაშინებს.

"შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ვერ არის ეს ბიჭიო, მაგრამ კადიროვი ჩემთვის კომიკური ფიგურაა, თავისი ვიზუალიდან დაწყებული საუბრით დამთავრებული. ვიცი რომ მასაც აქვს ძალაუფლება, კრიმინალის ძალაუფლება. უბედურებაც ამაშია, რომ მსგავსი კომიკური ფიგურების უნდა გეშინოდეს... საფრთხე რეალურია, მაგრამ მე სიკვდილის შიში არ მაქვს. ამიტომ კადიროვი პირადად მე ვერ შემაშინებს. ისიც ვიცი, რომ ეს მხოლოდ მე არ მეხება. ეს არის მთლიანად ქვეყნის დაშინება.

მან რომ ჩემი ლიკვიდაცია მოახდინოს, ეს იქნება ბევრი სირთულეების მომტანი და ბევრი ადამიანი დაშინდება... მაგრამ მე მინდა კადიროვს ვუთხრა ის, რომ ჩემი პოზიცია არ იცვლება. ვფიქრობ იმას, რასაც მანამდე ვფიქრობდი მის ძვირფას პუტინზე. უფრო მეტის თქმაც შემიძლია მასზე. ბოდიშის მოხდაზე ლაპარაკიც ზედმეტია და მუხლებზე დაჩოქილს მე ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს. ამისთვის ჩემი მოკვლა მოუწევს და მერე შეუძლია ჩემი გვამი დააჩოქოს მუხლებზე" - აღნიშნა გაბუნიამ "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის ლიდერმა მიმართვა "ტელეგრამზე" დაწერა და გიორგი გაბუნიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

"მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია იმის შესახებ, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არაერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“ , - წერს კადიროვი.

"ორ-სამ კვირაში სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე

ძიუდოისტი ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?