ავტორი:

"უმძიმესი ეტაპია... პერიოდულად ყურები მაქვს ჩამოყრილი, მაგრამ არასოდეს ვფიქრობ, რომ მოვკვდები" - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენსა და ოჯახზე

"უმძიმესი ეტაპია... პერიოდულად ყურები მაქვს ჩამოყრილი, მაგრამ არასოდეს ვფიქრობ, რომ მოვკვდები" - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენსა და ოჯახზე

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. დიაგნოზი მარჯვენა ფილტვის სიმსივნეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ოჯახმა სრულიად შემთხვევით გაიგო, როდესაც ძლიერი ხველის შემდეგ ექიმს მიმართეს.

ხათუნა თვეები ისრაელში მკურნალობდა. ამჟამად ის საქართველოშია და მისი ავადმყოფობის შესახებ პირველად გადაცემა "პროფილში" ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მკურნალობის პირველი კურსი დაასრულა და შედეგიც კარგი აქვს.

"შარშან, ზაფხულში ძალიან მახველებდა, თან ისე ვიხრჩობოდი... დიდხანს ვითმენდი, რადგან არ მიყვარს ექიმებში სიარული. გაუსაძლისი რომ გახდა ეს ყველაფერი, ნინიმ მანქანაში ჩამისვა და მოტყუებით წამიყვანა ექიმთან. გადამიღეს ფილტვებზე და მითხრეს, რომ რაღაც არ მოსწონდათ. დამიბარეს მეორე დღეს, "კატეს" გასაკეთებლად.

ექიმთან წასვლას არ ვაპირებდი. ნინისი შემეშინდა და ამიტომ მარტო წავედი. ექიმმა მითხრა, ქალბატონო ხათუნა, რაღაც არ მომწონს და ბიოფსია უნდა გაიკეთოთო. ბიოფსიის გაგონებაზე მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირს. მაშინვე დავურეკე ტირილით ნინის, დავიღუპე რაღაც არ მოსწონთთქო... ზუსტად 5 წუთში, ნინი, ჩემი ძმა და თითქმის მთელი თბილისი საავადმყოფოში ჩემს დასამშვიდებლად მოვიდა. იქვე გადაწყდა, რომ ბიოფსია საზღვარგარეთ გამეკეთებინა.

ერთადერთი, რისაც მთელი ცხოვრება მეშინოდა, ეს დაავადებაა... მამაჩემმა იცოდა, ეს ისეთია მამალი მგლის არ ეშინიაო, არაფრის შემშინებია, ამის გარდა. სულ მქონდა ტვინში, რომ მე ეს არასოდეს დამემართება.

უმძიმესია ეს ეტაპი. პერიოდულად ყურები ჩამოყრილი მაქვს ხოლმე, მაგრამ არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ მოვკვდები. სულ იმას ვფიქრობ, რომ დიდხანს ვიცოცხლებ" - აღნიშნა ჟორდანიამ.

მან ოჯახზეც ისაუბრა და განსაკუთრებულად აღნიშნა მძიმე პერიოდში მეუღლის თანადგომა.

"უმძიმესი პერიოდები გვაქვს მე და ზურას გავლილი. ბევრჯერ იყო სასწორზე ჩვენი ქორწინება, მაგრამ შევძელით და შევინარჩუნეთ ეს. ახლა ჩემი ავადმყოფობით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში და ზურასგან მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ. არ ვიცი ვეცოდები, თუ... თუმცა ეს ყველაფერი ძალიან გულწრფელია.

მინდა გითხრათ, რომ ზურამ ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში... ზოგადად რაღაცეები ხდება ყოველდღიურად ისეთი, რაც მას არ მოწონს, ან - მე. ჩვენი კონფლიქტი ძირითადად ამაზეა, მაგრამ იმდენად დიდი დრო გავიდა, ერთად გავიზარდეთ, რომ რაღაცნაირად სულ რომ არაფერი ვუთხრათ, ერთმანეთის მაინც გვესმის" - აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

თბილისში, ისანში, ხანძარია

თუ 112-ს ვერ უკავშირდებით - გადაუდებელი დახმარების ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

"თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ დიდი საშიშროება არ გველის" - ამირან გამყრელიძე