უხარისხო რძის ფხვნილის გამოყენების შედეგად ჩინეთში ჩვილებს მკერდი ეზრდებათ

უხარისხო რძის ფხვნილის გამოყენების შედეგად ჩინეთში ჩვილებს მკერდი ეზრდებათ

ჩინეთში კვლავ საუბრობენ ჩვილ ბავშვთა საკვები რძის პროდუქტების უხარისხობაზე. პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ჩვილ გოგონებს, რომლებიც კომპანია Synutra International-ის რძის პროდუქტებით იკვებებოდნენ, მკერდი ეზრდებათ. სავარაუდოდ, ბავშვებს უხარისხო საკვებისგან ჰორმონალური ფონი დაერღვათ, რის გამოც ნაადრევი სქესობრივი მომწიფება განუვითარდათ. საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლებამ კვლევა უკვე დაიწყო.

ჩინეთის პროვინცია ხუბეიში, სამი ახალშობილის მშობლებმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართეს, რაც შენიშნეს, რომ პატარებს მკერდის ზრდა დაეწყოთ. კვლევამ აჩვენა, რომ გოგონების ორგანიზმში, რომელთა შორის უმცროსი 4 თვის, უფროსი კი 15 თვისაა, ჰორმონების ესტრადიოლისა და პროლაქტინის დონე არაბუნებრივად მომატებული იყო და ზრდასრული ქალისასაც კი აღემატებოდა.

მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის კიდევ რამდენი პროვინციაში: გუანდუნში, ცზიანსსა და შანსიში. მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მიზეზი Synutra-ის ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებშია, რითაც მათი შვილები იკვებებოდნენ.

ჩინური კომპანიის მესვეურები ბრალდებას ერთმნიშვნელოვნად უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მათი საკვები პროდუქტები ჰორმონებს, ან სხვა ორგანიზმისთვის საშიშ დანამატებს არ შეიცავს და ამის დასტურად საკვების კონტროლის სახელწიფო სამსახურების დასკვნებიც მოაქვთ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა