შვებულებაში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე ბიონსემ იმ საქმეთა ნუსხა შეადგინა, რომელთა განხორციელებასაც აპირებდა. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი მუსიკას არ უკავშირდებოდა. აი, შვებულებაც დასრულდა და ბიონსემ თავყვანისმცელებს თავი ლამაზი ფოტოსესიით შეახსენა.
პოპ-ვარსკვლავმა ახალი სინგლის პრეზენტაციაც მოაწყო, რომელსაც აუდიტორია 29 აგვისტოს ნახავს და მოისმენს.
კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ მომღერალმა მთელი სხეული უცნაური ფიგურებით მოიხატა: ხელები, ფეხები, კისერი და ზურგი. ამ უცნაურ ფიგურებში ობობის ქსელებს, ობობებს, ფრთებს, თავის ქალებსა და ჯაჭვებს ამოიცნობთ.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.