აშშ-ში ბირთვული ქობინის - W62-ის უტილიზაციის პროგრამა დასრულდა. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს. ამერიკის ნაციონალური ბირთვული სამხედრო კომპლექსი სწორედ ამ უწყებას ეკუთვნის.
სამინისტროს ცნობით, ამერიკის სამხედრო არსენალის უკანასკნელი ქობინი W62 ოთხშაბათს, ტეხასის შტატში, საწარმო Pantex-ში დაშალეს. ამ პროცედურაში პირადად მონაწილეობდა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი სტივენ ჩუ, რომელიც 1997 წელს ფიზიკის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
ამ ქობინებს აშშ-ში 1970-იან წლებში ამზადებდნენ და ბოლო დრომდე მას კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტა Minuteman-3-ზე აყენებდნენ.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.