ავტორი:

"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანს წარედგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე.

პროკურატურის ინფორმაციით, ცემისა და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფთა გამოკითხვით და სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომელიც უწყებამ გაავრცელა.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მორაგბე ვასილ მახარაძეა, რომელიც ჩვენებაში 18 ივნისის ღამის საკუთარ ვერსიას ყვება. გთავაზობთ ჩვენებას, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა:

"ვინაიდან ფხიზელი ვიყავი, დავჯექი ვახო ჩიქოვანის (შენიშვნა: ჩიქოვანი ე.წ ნახალოვკის ჯგუფიდანაა, არსებული ინფორმაციით, წვეულებაზე სცემეს, რის შემდეგაც დასახმარებლად თბილისიდან უხმო უბნელებს) ავტომანქანის საჭესთან. ასევე მანქანაში ჩასხდნენ არჩილ გაგნიძე, ნიკუშა რევაზიშვილი, ვახო ჩიქოვანი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ანუ სულ თბილისიდან საგურამოს მიმართულებით წავედით ექვსნი.

იმ სახლში, სადაც იყო დაბადების დღის წვეულება, უნდა გვენახა ჩიქოვანის ძმაკაცები და წამოვსულიყავით უკან... მივედით იმ სახლში, მაგრამ არავინ დაგვხვდა. ამის შემდეგ ისევ ჩავსხედით მანქანაში და გზა გავაგრძელეთ დასავლეთის მიმართულებით, სადაც პირველივე ესტაკადასთან მოვტრიალდით და წამოვედით თბილისისკენ.

ავტობანზე, ბენზინგასამართ "რომპეტროლსა" და მცხეთის გადასახვევს რომ გავცდით, ხიდთან შევნიშნეთ გზაზე მოძრავი ოთხი პირი, გავაჩერეთ მანქანა. მუხრუჭის გაგონებაზე ოთხივე უკან გაიქცა. ყველანი გადმოვედით მანქანიდან და მათ ვუყვიროდით, რომ გაჩერებულიყვნენ და ნურაფრის ნუ ეშინოდათ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გარბოდნენ. მე იქვე დავარღვიე წესი, დავატრიალე მანქანა და გავეკიდე მათ საპირისპირო მიმართულებით, რადგან გვინდოდა ამ ახალგაზრდების შეჩერება და მათთან მშვიდად საუბარი.

როდესაც გავჩერდი და გადმოვედი მანქანიდან, დავინახე, რომ ყველა მათგანმა გადაკვეთა ავტობანი და გადავიდა საპირისპირო მხარეს. მე, ვახო ჩიქოვანი და მისი ერთი ძმაკაცი ჩავსხედით ასევე მანქანაში საპირისპირო მხარეს მოსახვედრად, ხოლო აჩიკო გაგნიძე, ნიკა რევაზიშვილი და ვახოს ერთი ძმაკაცი მისდევდნენ იმ პირებს და ეძახდნენ, გაჩერებულიყვნენ, ჩვენ კი ამასობაში მოვატრიალეთ მანქანა და აღმოვჩნდით საპირისპირო მხარეს. ამ დროს იქნებოდა დაახლოებით ღამის პირველი საათი.

როდესაც ახლოს მივედით, დავინახე ჩემი მანქანის წევრებს ბუჩქებიდან ამოყვანილი ჰყავდათ ერთი პირი, რომელსაც ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ (გულისხმობს გუკა ამირხანაშვილს - ავტ.). ამ ბიჭის თქმით, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და იყო ფეხბურთელი. ჩვენს შეკითხვაზე, თუ სად იყვნენ დანარჩენები, თქვა, რომ სადღაც გაიქცნენ და კონკრეტულ ადგილს ვერ გვეუბნებოდა. ასევე თქვა, რომ იყო დაბადების დღეზე მეგობართან, გიორგი შაქარაშვილთან ერთად და მას ვერ პოულობდა, ხოლო დანარჩენ ორს არ იცნობდა.

ჩვენ ყველამ ამ ბიჭს ვუთხარით, რომ დაერეკა თავის მეგობარ გიორგისთან და ისიც წაგვეყვანა თბილისში. რაზეც მან განმარტა, რომ გიორგის თან არ ჰქონდა ტელეფონი. ამის შემდეგ ყველანი მანქანაში ჩავსხედით და თბილისში წამოვედით. ეს ბიჭი თავისი თხოვნით ჩამოვსვით "სამთო ქიმიის" მიმდებარედ.

ჩვენ წავედით ნახალოვკაში. შემდგომ უბანში ბიჭებისგან შევიტყვე, რომ ბიჭი, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაკარგული იყო. უშუალოდ ადგილზე რა მოხდა, ჩემთვის უცნობია, რადგან მე, ვახო ჩიქოვანმა და მისმა ერთმა ძმაკაცმა მანქანა მოვატრიალეთ და წამოვედით საპირისპირო მიმართულებით, სადაც მხოლოდ დაკარგული შაქარაშვილის მეგობარი ვნახეთ... წაიკითხეთ ვრცლად სტატია შაქარაშვილის საქმეზე

მთავარ ფოტოზე ვასილ მახარაძე და უკანა ფონზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე

ვინ დაპატიჟა შაქარაშვილი საბედისწერო წვეულებაზე და რას ყვება ჩვენებაში ფეხბურთელის მეგობარი - "გახარებული ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად..."

"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში

ამერიკელი სტუდენტის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - პროკურატურამ მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა