ავტორი:

"უმძიმესი კვირა მაქვს... არ ვიცი, ვინ სად ლოცულობთ, მაგრამ თხოვეთ, დედაჩემი გადარჩეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"უმძიმესი კვირა მაქვს... არ ვიცი, ვინ სად ლოცულობთ, მაგრამ თხოვეთ, დედაჩემი გადარჩეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში დედის, დარეჯან დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და გულშემატკივრებს მორალური მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს:

"უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.

არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ, რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში", - წერს ტელეწამყვანი.

შორენა ბეგაშვილმა ქალიშვილს დაბადების დღეზე ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

"ერთი წელია ჩემთვის ყველაფერი სულერთია, რა სინდისით გძინავთ მშვიდად?!" - ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"