ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა რადიოსადგურ AMP-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოტყდა, რომ სექსში ის ყველას მიმართ "სუვერენულია". მომღერლის თქმით, მას სჯერა, რომ სექსი ყველასთან უნდა გქონდეს, "ვისაც ნამდვილად უყვარხარ" და უარი არავის უნდა უთხრა.
"სექსთან დაკავშირებით უცნაური ცრურწმენები მაქვს", - განაცხადა 24 წლის პოპ-დივამ. თუ მასთან არ წევხარ, ვინც ნამდვილად ზრუნავს შენზე და უყვარხარ, ამან შესაძლოა, შენს ენერგიას ზიანი მიაყენოს".
ამასთან, ლედი გაგამ განაცხადა, რომ შემთხვევითი სასიყვარულო კავშირების თავიდან აცილებას ცდილობს, რომლებსაც, როგორც თავად მიაჩნია, მისი შემოქმედებისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. თუმცა სექსზე უარის თქმას ის ნამდვილად არ აპირებს.
ეს შეხედულება წინააღმდეგობაში მოდის მომღერლის აპრილში გაკეთებულ განცხადებებთან. მაშინ ლედი გაგამ ტელეარხ MTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის "celibate" იყო - ანუ ადამიანი, რომელიც სექსუალურ ცხოვრებაზე უარს ამბობს.
მომზადებულია NEWSru Israel-ის მიხედვით.