ავტორი:

"მოსკოვში მდებარე კადიროვის მდიდრულ ბინაში ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი ცხოვრობდა" - რას წერს რუსული მედია

"მოსკოვში მდებარე კადიროვის მდიდრულ ბინაში ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი ცხოვრობდა" - რას წერს რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში მდებარე ჩეჩნეთის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ბინაში ინტერპოლით ძებნილი, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რუსლან გერემეევი ცხოვრობდა.

Открытые медиа-ს ცნობით, უძრავი ქონება, წლებია რამზან კადიროვის ქონებრივ დეკლარაციაში არ ფიქსირდება. სწორედ ეს ბინა ფიგურირებს ახლა ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში.

"აღნიშნულ ბინას კადიროვის და მისი ოჯახი 2002 წლიდან ფლობენ, იმავე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდნენ "ნორდ-ოსტის" 23-26 -ოქტომბრის ტერაქტის ავტორები და ორგანიზატორები, მათ შორის, ჩეჩნეთის ერთ-ერთი მოქალაქე მოვსარ ბარაევი... იმავე ბინაში ცხოვრობდნენ, ასევე ჩეჩნეთის სხვა მოქალაქეები, რომლებმაც ბორის ნემცოვზე თავდასხმას დაგეგმეს და მისი მკვლელობის შემდეგაც თავი იმ ბინას შეაფარეს" – წერს Открытые медиа.

სახლი 1997 წელს სახელმწიფო მაღალჩინოსნებისთვის აშენდა და 150 კვ-მეტრი უფროსმა კადიროვმა მიიღო. 2000 წელს აჰმედ კადიროვი, ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. 2002 წელს სახლი კადიროვების ოჯახის საკუთრებად იქცა. არაოფიციალურად, ვეერნოის ქუჩაზე მდებარე კორპუსში არსებული ბინის საბაზრო ღირებულება 42 მილიონი რუბლია.

ადგილობრივი მედია ბორის ნემცოვის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ კადიროვის საკუთრებაში ამავე კორპუსში იყო კიდევ ერთი ბინა, რომელიც რუსი ოპოზიციონერის მკვლელობამდე ორი თვით ადრე, კადიროვმა, თავის უახლოესი გარემოცვის წევრს, ჩეჩნური ბატალიონ Север–ის ოფიცერს, რუსლან გერემეევს გადაუფორმა, რომელიც ახლა ნემცოვის მკვლელობის საქმეზე, ინტერპოლით იძებნება.

ცნობისთვის, 2020 წლის 17 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა, "ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის", "პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" ბიძამისი, სულეიმან გერემეევი მადლობის მედლით დააჯილდოვა. თუმცა, მაშინ რუსული მედია წერდა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გერემეევს არც ერთი კანონპროექტის განხილვაში არ ჰქონდა წვლილი შეტანილი.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ნემცოვის საქმეზე მოსკოვის სამხედრო სასამართლომ ზაურ დადაევს, ანზორ გუბაშევს, შაგიდა გუბაშევს, თამერლან ესკერხანოვსა და ხამზატ ბახაევს, 11-დან 20- წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. საქმეში ასევე ფიგურირებდნენ რუსლან გერემეევი და მისი მძღოლი რუსლან მუხუდინოვი.

ოფიციალური გამოძიების ცნობით, მკვლელობა მუხუდინოვმა შეუკვეთა, თუმცა ნემცოვის ოჯახის ამბობს, რომ ნამდვილი შემკვეთები ჩენჩეთის ხელმძღვანელობაში უნდა ეძებონ. მათი თქმით, რადგან გერემეევი კადიროვის ახლობელი იყო, გამოძიებამ მას გვერდი აუარა...

მძიმე კადრები ბოტსვანიდან - მეცნიერები სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზს ვერ ადგენენ

რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს

ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ