ავტორი:

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს. მათ შორის არის ჩირუხის მთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტების შექმნისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები.

ჩირუხის მთაზე ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნით, შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაკეთდება. პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტები განვითარების სააგენტომ მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო. 10 დღეში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტი მზად იქნება, რომლის საფუძველზეც ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება. დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მინისტრის მოადგილე ტურიზმის მიმართულებით, შუახევის მერი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩირუხის მთა, შუახევში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ამჟამად ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის თავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ.

"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო

რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე