40 წლის მოდელ ნაომი კემპბელს, რომელიც უკვე თითქმის წელიწადია, რაც მოსკოვში თავის საქმროსთან ოლიგარქ ვლადისლავ დორონინთან ერთად ცხოვრობს, კვირაში რამდენჯერმე ინკოგნიტოდ წერილები და ამანათები მისდის.
ხან სასიყვარულო და ხანაც მუქარით სავსე გზავნილებს მოდელს მარტის თვიდან უგზავნიან. თავიდან იგი მათ კითხულობდა კიდეც, თუმცა, მას შემდეგ რაც სიტუაციამ სისტემატიური ხასიათი მიიღო, მოდელმა წერილების მიღებაზე უარი განაცხადა.
ერთ-ერთ ბოლო კონვერტში წერილი იდო: "შენ ბოლოს მაინც ჩემი ცოლი გახდები, თუ არადა, მოგკლავ".
"მის კემპბელი მომიყვა, რომ ვიღაც შეშლილი მას წერილებს უგზავნის, თანაც არა მხოლოდ სახლში, არამედ ყველგან, სადაც მოდელი დადის, - განაცხადა კერძო დაცვის თანამშრომელმა სერგეი სვირიდოვმა, - საიდან იგებს, სად დადის ნაომი, გაურკვეველია, იმიტომ რომ ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ჩნდება. ნაომი ყოველთვის ან დაცვასთან ერთად არის, ან ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ შეაღწევს".
თუ ნაომი მომაბეზრებელი თაყვანისმცემელის საკითხს კიდევ ერთხელ წამოწევს, დაცვის სააგენტო მზადაა მოდელის დაცვა გააძლიეროს და მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყოს.
მომზადებულია lifeshowbiz.ru-ს მიხედვით.