სოსო პავლიაშვილის სარძლო "პლეიბოისთვის" იხდიდა

სოსო პავლიაშვილის სარძლო "პლეიბოისთვის" იხდიდა

როგორც ჩანს, ქართველი მომღერლის სოსო პავლიაშვილის 23 წლის ვაჟი ლევანი მალე დაოჯახდება. ცნობილ მამას მან უკვე წარუდგინა არანაკლებ ცნობილი საცოლე და წინასწარ შეამზადა მომავალი სიახლეებისთვის.

სოსო ამ დღეებში მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მივიდა ჯგუფ "სლივკის" ყოფილი სოლისტის კარინა კოკსის კლიპის პრეზენტაციაზე. იქ მომღერალს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა. კარინა კოკსი ახლა უკვე სოლომომღერალია და კლუბში მისი სადებიუტო კლიპის პრეზენტაცია შედგა.

მომღერლის ახალი პროდიუსერი მისი ძველი მეგობარი ტიმატია. კარინა რომ ჯგუფ "სლივკის" მენეჯერისგან გამოესყიდა, ტიმატის მილიონ-ნახევარი ევროს გადახდა მოუხდა.

თუმცა იმ საღამოს განხილვის საგანი მხოლოდ კარინას კლიპი არ ყოფილა. მისიმუსიკალური თუ არტისტული შესაძლებლობები არავის გაჰკვირვებია. იმ საღამოს ყველა გააოცა სოსო პავლიაშვილის გამოჩენამ თავის ვაჟთან ერთად. 46 წლის მომღერალი იქ იმისთვის მისულა, რომ მემკვიდრის რჩეული გაეცნო. მის ვაჟს სწორედ კარინასთან აქვს რომანი და იმ დღეს წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგულიც მიართვა

- ლევანი ხელთათმანებივით იცვლის ქალებს, - დაიჩივლა სოსომ, - უკვე დავიღალე მისი უსასრულო მეგობარი გოგონებისგან, მაგრამ კარინასთან, როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა. მიმაჩნია, რომ ის ღირსეული, საყვარელი და ჭკვიანი გოგონაა. ბედნიერი ვიქნები, თუ მათ ყველაფერი კარგად აეწყობათ.

თუმცა ადრე პავლიაშვილი ამბობდა, რომ შვილის დაქორწინების წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, ლევანს ჯერ უნდა ესწავლა, მერე - კარიერა აეწყო და მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე დაბრძენებული მოჰკიდებოდა ოჯახს. ლევანმა სწავლა უკვე დაასრულა - სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში ისწავლა, ალბათ კარიერის აწყობაზეც ფიქრობს.

მიუხედავად იმისა, რომ მამამ ხელი შეუშალა და არ დაეხმარა მომღერლობაში, რაც თურმე ლევანს ძალიან უნდოდა, მან თავისებურად გადაწყვიტა - სცენაზე არ ასულა, მაგრამ მომღერალ გოგონას კი დაადგა თვალი და ალბათ მალე ცოლადაც შეირთავს.

რაც შეეხება კარინას, ის ჯგუფ "სლივკის" ყველაზე აქტიური წევრი იყო. ჯგუფის წევრები ხშირად მონაწილეობდნენ გულახდილ კლ­იპებსა და ფოტოსესიებში და ამას წინათ "პლეიბოისთვისაც" გადაიღეს ფოტოები. როგორც ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ, სოსო პავლიაშვილის სარძლო საკმაოდ შთამბეჭდავი გარეგნობის გოგონაა. თუმცა უცნობია, იცის თუ არა ქართველმა მომღერალმა მისი "გულახდილი" ახლო წარსულის შესახებ და რამდენად მოიწონებს ამას მომავალი ქართველი მამამთილი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება