ხმები იმის შესახებ, რომ ლეონარდო დი კაპრიო ბარ რაფაელიზე აპირებს დაქორწინებას, ახალი ძალით აგორდა. ამ წლის დასაწყისში ბერლინის კინოფესტივალზე გოგონა ნიშნობის ბეჭდით დააფიქსირეს, თუმცა ბარიც და ლეოც უარყოფდნენ ყველაფერს და ამტკიცებდნენ, ეს უბრალოდ ბეჭედიაო. ახლა კი ჰოლივუდში ამბობენ, რომ ლეომ მეგობრებს გაუზიარა თავისი გულისწადილი - ბარს ცოლობა უნდა ვთხოვოო.
"მან თქვა, რომ დედამისი ბეჭდის შერჩევაში ეხმარება, - ამბობს ანონიმური წყარო, - ლეონარდო მზადაა, ოფიციალურად დაჭკვიანდეს და ოჯახს მოეკიდოს. ყველა მეგობარი მხარს უბამს ამაში და უხარიათ მის გამო".
მართალია, ცოტა ხნის წინ დი კაპრიო შიშობდა, რომ ქორწინებას შეიძლებოდა ხელი შეეშალა მისი კარიერისთვის, როგორც ჩანს, მაინც გადაწყვიტა, აღარ იღელვოს ამის გამო.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)