მინდა, ჩემმა შვილებმა დაინახონ, როდის ვარ ბედნიერი და როდის - მოწყენილი. შენი სახე ისტორიას ჰყვება და ეს არ უნდა იყოს ექიმთან წასვლის ისტორია. საუბედუროდ, ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც ქალს არ აძლევენ საშუალებას უფროსად გამოიყურებოდეს და დაბერდეს, - აღნიშნა ვარსკვლავმა.
სხვათა შორის, ახლახან სამი შვილის დედა ჯულია კოსმეტიკური გიგანტის "ლანკომის" სახე გახდა, რომელთანაც საკმაოდ მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა. პლაკატებზე კი რობერტსის სახე მართლაც იდეალურია, ნაოჭის გარეშე. ფოტოებზე ჯულია 15 წლით ახალგაზრდად გამოიყურება. როგორც ჩანს, ეს მას სულაც არ აღელვებს. მართლაც, რატომ უნდა იჩხვლიტო ბოტოქსი, როცა სურვილის შემთხვევაში შეიძლება, გრიმით და ფოტოშოპით ისარგებლო!
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)