”ექშენის” ჟანრში მსოფლიოს საუკეთესო მსახიობად სტალონე აღიარეს

”ექშენის” ჟანრში მსოფლიოს საუკეთესო მსახიობად სტალონე აღიარეს

ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, "ბოევიკების" ჟანრის საუკეთესო მსახიობების რეიტინგში პირველი ადგილი სილვესტერ სტალონეს მიანიჭეს. 

სტალონემ მსოფლიო აღიარება 1976 წელს მოიპოვა, როდესაც ფილმ "როკში" მოკრივის როლი ითამაშა. 1982 წელს "რემბო: პირველი სისხლის" გამოსვლის შემდეგ სტალონე მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის საკულტო მსახიობად იქცა. 

რეიტინგში მეორე პოზიციას მსახიობი ბრიუს უილისი იკავებს. მსოფლიო აღიარება მას 1988 წელს გადაღებულმა ფილმმა "კერკეტმა კაკალმა" მოუტანა. ამ სიაში მესამე არნოლდ შვარცენეგერია, რომელმაც სახელი 1984 წელს გადაღებული ფილმით - "ტერმინატორი" - გაითქვა.

ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი ლინდა ჰემილტონმა, ჟან-კლოდ ვან დამმა, სტივენ სიგალმა და ჩაკ ნორისმა.

სილვესტერ სტალონემ აღიარა, რომ ბრიუს უილისსა და არნოლდ შვარცენეგერს ყოველთვის სერიოზულ მეტოქეებად განიხილავდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება