ავტორი:

"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ პირველი პრინციპი დაარღვია" - ქარტია

"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ პირველი პრინციპი დაარღვია" - ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას ნათია რუხაიამ ("კაწროს" მეუღლე) მიმართა.

"მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო. მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება" - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" მეუღლემ ნათია რუხაიამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სარჩელით 14 ივლისს მიმართა.

მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - "ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა"

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული