მაიკლ დუგლასს ხორხის სიმსიმვნე აღმოაჩნდა

მაიკლ დუგლასს ხორხის სიმსიმვნე აღმოაჩნდა

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, 65 წლის მაიკლ დუგლასს ხორხის სიმსიმვნე აღმოაჩნდა. ვარსკვლავს რვა კვირის განმავლობაში ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მოუწევს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, დადებით შედეგს იძლევა. ამის შესახებ ჟურნალ People-ს თავად დუგლასმა აცნობა.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა მსახიობმა და პროდიუსერმა, რომელიც ბრიტანელი მსახიობის კეტრინ ზეტა-ჯონსის მეუღლეა. დუგლასი დარწმუნებულია, რომ ქიმიოთერაპია მას სრულად გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.

ორი "ოსკარის" მფლობელი მაიკლ დუგლასი ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის, კირკ დუგლასის შვილია. პირველი "ოსკარი" მან 1975 წელს, ფილმის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" პროდიუსერობისთვის მიიღო, მეორე ჯილდო კი ფილმ "უოლ-სთრითში" განსახიერებული როლისთვის დაიმსახურა.

მომზადებულია ჟურნალ People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება